ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სილამაზე & ჯანმრთელობა / ადამიანები, რომლებსაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ, გვიან ბერდებიან

ადამიანები, რომლებსაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ, გვიან ბერდებიან

სხვადასხვა ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები  განსხვავებულად განიცდიან ასაკის მომატებას, ხოლო  ადამიანები, რომლებსაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ, გვიან ბერდებიან, –  ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დიდ   ბრიტანეთში,  შეფილდის   ნევროლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერები.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ  სისხლის ჯგუფი გავლენას ახდენს როგორც ტვინის განვითარებაზე, ასევე  ტვინის დაბერებაზე.

ასაკის მატებასთან ერთად,  იცვლება  ტვინის ზომა, მისი სისხლძარღვთა სტრუქტურა და შემეცნებითი უნარი.  ცვლილებები ხდება ყველა დონეზე, როგორც  მოლეკულურ, ასევე  მორფოლოგიურად.

შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მატეო დე მარკომ და ანალენა ვენერიმ 189 პაციენტის ტვინის  მაგნიტური და რეზონანსული გამოსახულების გაანალიზების შედეგად, ტვინის სტრუქტურასა და სისხლის ჯგუფს შორის  ურთიერთკავშირი აღმოაჩინეს.

მკვლევართა თქმით, სისხლის ჯგუფი ნამდვილად მოქმედებს  ნერვული სისტემის განვითარებაზე, თუმცა როგორ და რატომ ხდება ეს, უკვე მომავალი კვლევების საქმეა.

მეცნიერები თვლიან, რომ  პირველი ჯგუფის სისხლი შეიძლება უკეთესად იყოს  დაცული  ცვლილებებისაგან,  რასაც მისი სტრუქტურა განაპირობებს.

Check Also

1402924590329618

კბილის დაბჟენა ბურღის გარეშე! – გადატრიალება სტომატოლოგიაში

ერთ-ერთი ყველზე მძიმე ხმა, რომლის ატანაც ყოველ ჩვენგან წელიწადში ერთხელ მაინც უწევს სტომატოლოგთან ვიზიტის დროს. ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი