ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ტესტები / აირჩიე ფერი და გაიგე, როგორი ხარ სიყვარულში

აირჩიე ფერი და გაიგე, როგორი ხარ სიყვარულში

 

ჟოლოსფერი: შეიძლება პარტნიორის გარეშე დარჩეთ, მაგრამ არასდროს წამოიწყებთ ურთიერთობას მხოლოდ იმის გამო, რომ მარტო არ იყოთ. თქვენ აიდეალებთ კავშირს და ბოლომდე ეძლევით გრძნობებს.

ცდილობთ პარტნიორთან სრულ შერწყმას. თქვენ გჭირდებათ მონათესავე სული, ადამიანი, რომელიც თქვენ მსგავსად, მზადაა სიყვარულს მსხვერპლად შეეწიროს. თქვენ შეგეფერებათ პარტნიორი, რომელმაც თქვენსავით ჟოლოსფერი, წითელი ან ნარინჯისფერი აირჩია.

წითელი:
ცდილობთ, პარტნიორზე იზრუნოთ, დღითიდღე გაამყაროთ თქვენი კავშირი. ინტიმური ცხოვრება თქვენთვის უნდა იყოს ერთდროულად ნაზიც და ვნებიანიც. სექსი ენერგიისა და ძალის აღდგენაში გეხმარებათ. თქვენ გჭირდებათ პარტნიორი, რომელსაც კომფორტს შეუქმნით და საკუთარ თავს მიუძღვნით. ეს შეიძლება იყოს ლურჯი, იისფერი ან მწვანე ტიპის ადამიანი.

ნარინჯისფერი:
იმპულსური და ენერგიული ხართ, ბუნებით – ექსტრავერტი. თქვენ გჭირდებათ პარტნიორი, რომელსაც უყვარს თავგადასავლები, აქტიურია, არ ართულებს სიტუაციას და არც მოწყენის საშუალებას მოგცემთ. თქვენ შეგეფერებათ პარტნიორად ადამიანი, რომელიც ნარინჯისფერს, ლურჯს ან წითელს აირჩევს.

ყვითელი:
გიყვართ კეკლუცობა, ფლირტი. მოგწონთ, როცა თქვენით აღფრთოვანებულები არიან. დიდ ყურადღებას აქცევთ პარტნიორის მენერებს, სტატუსს, სამოსს. საწოლში გიჭირთ მოდუნება, რადგან გონებით მოქმედებთ და არა ემოციებითა და გრძნობებით. თქვენ გჭირდებათ ძლიერი პარტნიორი, რომელთანაც საზოგადოებაში იბრწყინებთ. გამოგადგებათ ყვითელი და იისფერი ტიპაჟები.

მწვანე:
შეყვარებული ჯადოსნურად გარდაიქმნებით, საოცრად გულუბრყვილო და მიამიტი ხდებით. მთელი გულით, არსებით ეძლევით სიყვარულს. ცდილობთ, პარტნიორისთვის კარგი მეგობარიც იყოთ. თქვენთვის ინტიმი გრძნობის გარეშე წარმოუდგენელია. სექსი თქვენთვის სხეულისა და სულის კავშირია. თქვენ სენტიმენტალური, მგრძნობიარე პარტნიორი გესაჭიროებათ. გამოგადგებათ ლურჯი, წითელი, ან მწვანე ტიპი.

ლურჯი:
მგრძნობარე ხართ, ენდობით გრძნობებსა და ემოციებს. გრძნობებს ორგინალურად გამოხატავთ. სიყვარული თქვენთვის აღმაფრენა უნდა იყოს. საინტერესო, მგრძნობიარე პარტნიორი გესაჭიროებათ, რომელიც მსოფლმხედველობასა და გამოცდილებას გაგიზიარებთ. აგრეთვე, დააფასებს თქვენს ორიგინალურობას. შეათვალიერეთ პარტნიორად ჟოლოსფერი, წითელი ან ნარინჯისფერი პარტნიორები.

იისფერი:
ემოციების მოთოკვა გახასიათებთ, შეგიძლიათ სიტუაციისა და ადამიანების მართვა, გადაწყვეტილების

მიღება და არჩევანის გაკეთება. საწოლშიც გახასიათებთ დომინანტობა. სასიყვარულო საკითხში ფრთხილი ხართ. მოგწონთ მყარი კავშირი და პარტნიორის ჩარჩოში მოქცევა. თქვენ გჭირდებათ ინტროვერტი, რბილი და თავშეკავებული პარტნიორი – ჟოლოსფერი, ყვითელი ან წითელი ტიპაჟი.

ნაცრისფერი:
მგრძნობიარე და სათუთი ხართ. სხვის განცდებსა და გრძნობებს საკუთარივით განიცდით. საწოლში ნაზი, მაგრამ დახვეწილი და ვნებიანი ხართ. გჭირდებათ მგრძნობიარე და გამოცდილი მამაკაცი. ჰარმონიულ კავშირს შექმნით მწვანე, ჟოლოსფერი ან ლურჯი ტიპის მამაკაცთან.

 

წყარო : marao.ge

Check Also

f0f48953d242

რომელი წრეა ცარიელი? – ტესტი, რომელსაც ახალწვეულები გადიან

ამ ფსიქოლოგიურ ტესტს ფინეთში ახალწვეულები გადიან. ტესტის იდეა მარტივია: ახალწვეული უყურებს ფურცელს, რომელზეც 6 წრეა ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი