ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / პოლიტიკა / მსოფლიო / ალიევი: სამწუხაროდ, ევროპაში თავი წამოწია ფაშიზმმა, რასიზმმა, ქსენოფობიამ და ისლამოფობიამ

ალიევი: სამწუხაროდ, ევროპაში თავი წამოწია ფაშიზმმა, რასიზმმა, ქსენოფობიამ და ისლამოფობიამ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებიდან ზოგიერთი ძალა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ ბინძურ კამპანიას ეწევა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს, რომლის თანახმად, ალიევმა აღნიშნული განცხადება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა, რომელიც აზერბაიჯანში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედეგებს ეხებოდა.

„დღეს, სამწუხაროდ, ევროპაში თავი წამოწია ფაშიზმმა, რასიზმმა, ქსენოფობიამ და ისლამოფობიამ. ამ ძალებს, რა თქმა უნდა, არ სურთ მუსლიმური ქვეყნის განვითარება. ისინი ჩვენ წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ამავე დროს ჩვენზე შეტევა მოიტანეს აზერბაიჯანში „მეხუთე კოლონის“ ნარჩებებმა“,-განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ბაქოში გამართული ევროპული სპორტული ღონისძიების პერიოდში, საინფორმაციო ომმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

„ამ ბრძოლაში გაიმარჯვა აზერბაიჯანმა და აზერბაიჯანელმა ხალხმა. ამან აჩვენა, რომ ვერანაირი გარეშე ძალა ვერ შეძლებს გავლენა მოახდინოს ჩვენს თავისუფალ ნებაზე“,-განაცხადა ალიევმა.
„ჩნდება კითხვა, რა საქმე აქვს გერმანიის ბუნდესტაგს აზერბაიჯანთან და რატომ წარმოაჩენს თავს მსოფლიოს ბატონ-პატრონად და მსოფლიო მსაჯულად, რომელსაც ყველა უნდა ემორჩილებოდეს? ალბათ, მათ მავნე ტრადიცია ჩამოუყალიბდათ, მაგრამ ჩვენ სხვებს ნუ შეგვადარებენ. ჩვენ დისტანცირებული ურთიერთობები გვაქვს, ჩვენ მათგან არაფერი გვინდა. პირიქით, მათ სჭირდებათ ჩვენი გაზი, ჩვენი კონტრაქტები, ჩვენი ნავთობი და ჩვენი საქმიანობა ამ რეგიონში“,-აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევი ბაქოში ევროპული თამაშების დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციასაც შეეხო და მას „ანტიაზერბაიჯანული და მტრული“ უწოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ეს რეზოლუცია „ქაღალდის ნაგლეჯად“ მიაჩნია.
„ამიტომაც ამ რეზოლუციას არავინ შეასრულებს. ჩვენთვის ეს ქაღალდის ნაგლეჯია. აზერბაიჯანთან დიქტატორული ენით ლაპარაკი არ შეიძლება. აზერბაიჯანთან შეიძლება მეგობრობა და პარტნიორობა, რისთვისაც მზად ვართ“,-აღნიშნა ალიევმა.

 

წყარო info9.ge

Check Also

1453366887348375

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. განცხადებას 13:00 საათზე გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე გააკეთებს. სავარაუდოდ, ...

ბანერის ადგილი