ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ურთიერთობა / “ასეთი ქმარი არაფერში მჭირდება…”

“ასეთი ქმარი არაფერში მჭირდება…”

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქმარი მღალატობს (ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით არ ვიცი და არც კონკრეტული ფაქტები ჩამვარდნია ხელში), მაგრამ მაინც ძალიან მიშლის ნერვებს, რადგან, ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ ერთად, სულ აქეთ-იქით აცეცებს თვალებს, ანუ, გოგოს არ გაუშვებს, რომ აღტაცებული… არა, აღტაცებული კი არა, მსუნაგი მზერა არ გააყოლოს.
შეიძლება თქვათ, თუკი უყვარხარ და არ გღალატობს, უყუროს, რა გენაღვლებაო, მაგრამ, აბა, ყველა ქალმა საკუთარ თავზე წარმოიდგინოს და მერე გაამართლოს. თვითონ ასე იქცევა და მე იმის უფლებაც არ მაქვს, თუ სადმე წვეულებაზე ვართ, თუნდაც მის ან ჩემს მეგობართან ან ნათესავთან ვიცეკვო, მაშინვე თვალებს მიქაჩავს და, თუ ძალიან გაბრაზდა, სახლში მიმათრევს, მერე კი თვითონ ისევ ბრუნდება და უჩემოდ ატარებს დროს.
ვითომ ეს არ იყო საკმარისი და ამ ბოლო დროს უარესებიც დაიწყო – ჩემს დაქალებს და ჩემს ბიძაშვილ გოგოებს უპარპალებს თვალებს, ჩვენთან როცა მოდიან (განსაკუთრებით კი დაქალებს, რადგან ნათესავებთან ეშინია შარში გახვევა და უფრო თავს იკავებს), თავის ამ უზნეო არშიყობას იუმორით ნიღბავს, მაგრამ, ვერ ხვდება (ან, ხვდება და ფეხებზე ჰკიდია), რომ ყველას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. გოგოებს აშკარად აღიზიანებთ მისი ასეთი საქციელი, მაგრამ ხმას ვერ იღებენ, რადგან, რამე რომ თქვან, ეს ვაჟბატონი ისეთი თავხედია, იქით დასწამებს რამეს თავის გასამართლებლად. გოგოები უფრო ჩემ გამო არ ამბობენ არაფერს, რადგან, არ უნდათ, რომ მაწყენინონ და ამ ხეპრეს გამო დამკარგონ, თუმცა, თანდათან სულ ურფო იშვიათად მოდიან ჩემთან, უფრო იმას ცდილობენ, იქით დამპატიჟონ ქმრის გარეშე, მაგრამ მაინც იგრძნობა ჩვენ შორის დაძაბულობა – პატარა ბზარის მაგვარი უკვე არის გაჩენილი, რამაც ჩვენი ურთიერთობა გაახელოვნურა, არადა, პატარაობიდან ერთად მოვდივართ და ისე გავხდით ამხელები, ჯერ ჩხუბი კი არა, კინკლაობაც კი არ მოგვსვლია ერთმანეთში.
სხვათა შორის, ამ ვაჟბატონმა შეამჩნია, რომ ჩემმა დაქალებმა მოუკლეს ჩვენთან სიარულს და ამას წინათ უხამსი ღიმილით მკითხა, ეს შენი სექს-ბომბა დაქალი რატომ აღარ მოდის, ჩემი ხომ არ ეშინია, თუ, გული შეუვარდა ჩემზე და არ უნდა, რომ დაქალს ოჯახი დაუნგრიოსო. კაცი რომ იყოს, მართლა ასეთი მეგობარი რომ მყავდეს, თვითონ რატომ უნდა თქვას ასეთი რამ?
ძალიან გავბრაზდი ამ სიტყვებზე და პირდაპირ მივახალე – რაღა დაქალის ქმარზე, თან, შენისთანა უზნეოზე უნდა გაგიჟდეს, კაცები დაილია თუ მომწონებლები არ ჰყავს. ეს მე დამიბრმავდა თვალები, შენ რომ გამოგყევი, თორემ, ყველა ჩემნაირი სულელი კი არ არის-მეთქი.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოუვიდოდა, მუდამ მორჩილმა და ენაჩაგდებულმა ცოლმა ამდენი რომ გაუბედა – კინაღამ მეშვიდე სართულიდან გადამაგდო. მერე უშვერი სიტყვებით მაგინა და საერთოდ ამიკრძალა ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა. მაგრამ ჩემი მოთმინების ფიალაც აივსო და უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, გავეყარო – მეც დავისვენებ და თვითონაც უფრო ბედნიერი იქნება.

მანჩო, 29 წლის.წყარო: “თბილისელები”

Check Also

11846745_535964856555094_8910270906968894880_n

სანამ სიყვარული და ნდობაა…

ველის პირას სიყვარული და განშორება იდგნენ და ახალგაზრდა წყვილის ჭვრეტით ტკბებოდნენ. განშორება ეუბნება სიყვარულს: – ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი