ბორჯომში ე.წ. საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით 100 კვ.მ. ფართობზეა მოდებული.
როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციათა პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული, მათ ცეცხლის ლიკვიდირება უკვე შეძლეს. მათი თქმით, ხანძარს ხეები არ დაუზიანები, რადგან ცეცხლი მხოლოდ გამხმარ ბალახს ეკიდა.
ადგილობრივები ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ძლიერ სიცხეს ასახელებენ.