ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ეს საინტერესოა / გენეტიკური სიღარიბის 4 მიზეზი

გენეტიკური სიღარიბის 4 მიზეზი

სიღარიბე – პრობლემა, რომელიც ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს. მის სათავეებს, როგორც წესი, არა ინდივიდებში, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომაროებაში ეძებენ. მიუხედავად იმისა, ადამიანთა ყოფიერების განმაპირობებელი, მეტწილად, ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფონია, სიღარიბეს სხვა, გაცილებით უფრო ღრმა მიზეზებიც აქვს.

სად არის სიღარიბის საწყისი? არის თუ არა ის თითოეულ ჩვენგანში? ბიზნეს-ტრენერი და პოპულარული ლექტორი ნატალია გრეისი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადა. მისი თქმით, არსებობს გენეტიკური სიღარიბის კანონი – 4 მიზეზი, რის გამოც ადამიანები საკუთარ თავებს სიღარიბეზე აპროგრამებენ.

1. მენტალიტეტი

ბავშვობაში ერთ-ერთ თანაკლასელს ვსტუმრობდით ხშირად. თუ უფროსები არ ზედაგვმხედველობდნენ, მის დივანზე დავხტოდით ხოლმე დიდი მონდომებით. ძალიან მოგვწონდა ზამბარები, რომლებიც ხშირად ზედაპირზეც კი ჩანდნენ, მოგვწონდა მტვერი, რომელიც ხტუნვის დროს დივანს ასდიოდა. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი, ბავშვური გასართობი იყო, თუმცა…

როდესაც 20 წლის შემდეგ ჩემს მეგობარს ისევ ვესტუმრე და კუთხეში იგივე დივანი შევამჩნიე, რომელზეც ოდესღაც დავხტოდით, ეს ჩვენთვის საყვარელი ძველი ავეჯი გასართობ ობიექტად ნამდვილად აღარ მომჩვენებია- ამჯერად უკვე ოჯახის სიღარიბით შევრძრწუნდი.

გონებაში ვითვლიდი, რამდენი დაუჯებოდა ოჯახს, ძველი დივანი, ძველი სკამები და შოკოლადის ქაღალდით დაწებებული სარკე ახლით რომ ჩაენაცვლებინა. სანამ მეგობარს ვესაუბრებოდი, გონებაში ვათეთრებდი ჭერს და ვცვლიდი ოთახის ფონს, მომინდა დამეწმინდა ფანჯრები, რომელსაც ბუზების კვალი ეტყობოდა, გადამეყარა ჯოხები და მუყაოს ქაღალდები, რომელიც უწესრიგოდ ეყარა დივანზე, დამტვრეული საყვავილე, რომელიც წინდით იყო შეკრული…

იქნებ მათ ამისთვის ფული არ აქვთ? გავიფიქრე, მაგრამ… გონება შემეწინააღმდეგა…

სადაც არ უნდა გამეხედა, ყველგან ჭუჭყი, ლაქები და ნაგავი იყო. მათ გატანას ხომ ფული არ სჭირდებოდა?

მაშინ გონებამ მკითხა, – როგორ ფიქრობ, სიღარიბეს ჭუჭყი მუდმივად თან რატომ სდევსო? მე ახლა ზუსტად ამავე კითხვას ვსვამ.

სიტყვა „ყოველთვის” სიტყვით, „თითქმის ყოველთვის” რომ ჩავანცვლოთ , მდგომარეობა არ შემსუბუქდება. ჭუჭყი – ეს არა უფულობის, არამედ მენტალიტეტის გამოვლინებაა.

და რადგან ჭუჭყი და სიღარიბე მეზობლები არიან, სიღარიბეც – თავისებური მენტალიტეტია.

გამოდის, რომ სიღარიბე დაუბანელ თავშია.

2. მეშჩანობა

სკოლაში საოცარი პედაგოგი მყავდა ლიტერატურაში – თამარა გრიგორევნა, ძალიან გამჭრიახი ქალი გახლდათ, ერთხელ მან ისეთი ფრაზა თქვა, რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. ვიღაცამ ჰკითხა, რას ნიშნავდა სიტყვა „მეშჩანობა” და მან უპასუხა: „მეშჩანობა ნიშნავს, წყალს ძველი, გატეხილი ფინჯნიდან სვამდე მაშინ, როდესაც ახალი კარადაში გიდევსო.”

დიახ, ასეა მიღებული ჩვენში: შავი დღისთვის ფულს ვინახავთ, თეთრი დღისთვის – ახალ ფინჯანს, თუმცა ეს თეთრი დღე იშვიათად დგება, ამასობაში კი შავით მთელი ცხოვრება ივსება.

ფაქტია, რომ ვინც მომავლის ლოდინში ცხოვრობს, მისთვის ეს მომავალი არასდროს დგება.

მაშინ მივხვდი: სირცხვილია, იყო ღარიბი, სირცხვილია, იყო ჭუჭყიანი, სირცხვილია, გქონდეს თავში ქაოსი, რომელიც საცხოვრებელზეც და ბავშვების მენტალიტეტზეც აუცილებლად აისახება.

ცხოვრება მომავლის ლოდინით ყველაფერს ანგრევს და ქაოსს ქმნის.

3. კონკიას კომპლექსი

მე ვიცნობ ქალს, რომელიც 20 წელზე მეტხანს აგროვებდა ფულს იმისთვის, რომ აგარაკი ეყიდა. ის მარტო ზრდიდა ორ ქალიშვილს. გოგონები ნახევრად მშივრები იყვნენ, ფაფებზე იზრდებოდნენ. უფროსი მათგანი მიყვებოდა, როგორ რცხვენოდა ეზოში გამოსვლა ძველ ვილვეტის შარვალში გამოწყობილს, რომელსაც რამდენჯერე დაკემსილი მუხლები ჰქონდა. გოგონა იზრდებოდა და რაღაც ჯადოქრობით იზრდებოდა მისი შარვალიც. შეკეცილი ბოლოები სანტიმეტრ-სანტიმეტრობით ეშვებოდა დაბლა. მართალია, ბოლოები ისეთი გაცვეთილი და უფერული არ იყო, როგორც მთელი შარვალი, მაგრამ… ეს სიღარიბის ხრიკებს ააშკარავებდა.

დიახ, შეიძლება სახელმწიფო სისტემა არ იძლევა ღირსეული შემოსავლის ქონის საშუალებას, მაგრამ… მე სისტემაზე არ გელაპარაკებით, აქ პრობლემა გონებაშია. ერთი და იგივე ფულით შეიძლება გამოიყურებოდე ღირსეულადაც და ღარიბულადაც…

დედამ, როგორც იქნა, იყიდა აგარაკი, მაგრამ არცერთ მოზარდ შვილს მის მიმართ ოდნავი ინტერესიც კი არ გასჩენია. შვილები მუდმივად საყვედურობდნენ დედას იმისთვის, რომ მან არ ასწავლა, რას ნიშნავს, იყო ქალი. გოგონებს კონკიას კომპლექსი ჩამოუყალიბდათ, ისინი მიჩვეულები იყვნენ გაცვეთილი სავარძლების, პირსახოცების, ძველი ჭურჭლისა და ტანსაცმლის გამოყენებას, საბოლოოდ, უკვე ზრდასრულებს, საკუთარ თავზე ფულის დახარჯვის ეშინოდათ.

ყოველთვის, როდესაც ისინი რამეს ყიდულობდნენ, ხასიათი უფუჭდებოდათ: თითქოს თავს კარგი ნივთების ღირსად არ გრძნობდნენ, ამას, ორის სიტყვით რომ ვთქვათ, გენეტიკური სიღარიბე ქვია. ის უკვე გონებაში, უჯრედებში, სისხლსა და ძვლებშია.

დიახ, სწორედ საკუთარ თავზე ფულის დახარჯვის შიში გხდით ღარიბს.

4. ქვეშეცნეული დაპროგრამება

ბავშვები, რომლებიც სახლის დაზიანებულ კუთხეებს, კედლებს ხედავენ, სიღარიბეზე ქვეშეცნეულად პროგრამირდებიან. უკვე თინეიჯერულ ასაკში კი მთელი სიმძიმის გააზრებას იწყებენ. ჯერ კიდევ ანტონ ჩეხოვი აღნიშნავდა, რომ დანგრეული კედლები და ბინძური კორიდორები ცუდ გავლენას ახდენენ სტუდენტის სწავლის უნარზე. გარემოს გონებაზე ზემოქმედება შეუძლია.

სიბინძურე და სიღარიბე ანადგურებს ადამიანს, ღარიბული მდგომარეობა კი უიღბლობაზე აპროგრამებს.

თქვენ შეგიძლიათ შემეწინააღმდეგოთ და მითხრათ, რომ სიღარიბისადმი ზიზღი სტიმულს აძლევს ზოგიერთ ადამიანს, რომ გაინძრეს და ფული იშოვოს, მაგრამ აუცილებლად გიპასუხებთ, რომ გაცილებით მეტი ადამიანი მორჩილად ეგუება ბედს.

ძალიან მომწონს ფრაზა: „სიმდიდრე – ეს გონების მდგომარეობაა”, ასეა მეორე შემთხვევაშიც, სიღარიბეც გონების მდგომარეობაა.

ანუ სიღარიბე და სიმდიდრე – ეს თქვენი აზროვნების, გონების მდგომარეობაა.

წყარო – mcvane.ge

Check Also

627a80389b6f

კატანა – სამურაის ხმალი

ალბათ გინახავთ აზიურ ფილმებში რა სასწაულებს აკეთებენ  სამურაის ხმლით იგივე კატანით  (Katana) , ერთი ხმლის ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი