ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / პოლიტიკა / გერმანიის ელჩს ხიდაშელმა მშობლიური დროშა უკუღმა დაახვედრა

გერმანიის ელჩს ხიდაშელმა მშობლიური დროშა უკუღმა დაახვედრა

   

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩს ბეტინა კადენბახს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მშობლიური დროშა ამოტრიალებული დაახვედრეს.

ფოტომ, რომელიც უწყებამ გაავრცელა ინტერნეტსივრცე ააფეთქა. სახალხო ქილიკის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური “ფეისბუქ გვერდიდან” ზემოთხსენებული ფოტოც და შეხვედრის ამსახველი ვიდომასალაც წაიშალა.

„პრესა.ჯი“ თავადცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს იმედა დარსალიას დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარს „ძალიან სამწუხარო შეცდომა უწოდა“.

იმედა დარსალია: „რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით? მე შეხვედრაზე ვიყავი, როცა ამ არასასიამოვნო ფაქტის შესახებ შემატყობინეს. ლოგიკურია, რომ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ავიღეთ ოფიციალური გვერდიდან. ვწუხვარ რომ პროტოკოლში მსგავსი გაუთვალისწინებელი და სამწუხარო ფატქი მოხდა“.

მაისურსა და „ბალეტკებში“ გამოწყობილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა დღეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩს ოფიციალურად „უკუღმა“ უმასპინძლა.

შეხვედრაზე, გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები, გერმანიის ამოტრიალებული დროშის ფონზე განიხილეს.

წყარო :ნpresa.ge

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი