ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / ”გუგლი” სახელწოდებას იცვლის

”გუგლი” სახელწოდებას იცვლის

კომპანია ”გუგლის” დამაარსებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი საძიებო სისტემის ბაზაზე ახალ ჰოლდინგ-სტრუქტურას ქმნიან, სახელწოდებით ”ანბანი” (Alphabet). ”ჩვენ მოგვეწონა ეს სახელწოდება, რადგან ის ასოების ერთობას აღნიშნავს, რომლებითაც ენა შედგება. კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა და ”გუგლის” სისტემაში ინდექსირება სწორედ მისი საშუალებით ხდება. ჩვენ აგრეთვე მოგვეწონა, რომ ეს სიტყვა ნიშნავს “ალფა-ბეტ”-ს (”ალფა: ინვესტიციებზე ნორმაზე მეტი შემოსავალი), რის მიღწევასაც ვცდილობთ”, – ამბობს ლარი პეიჯი.

მედიაში აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილება აუცილებელია იმისთვის, რომ აქტივების მართვის სტრუქტურა გასაგები გახდეს. ცვლილებების შედეგად, პეიჯი გენერალური დირექტორი გახდება,ბრინი კი მისი პრეზიდენტი. ”გუგლის” მართვაზე კონტროლი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, სუნდარუ პიჩაის გადაეცემა.
”ჩვენი კომპანია ამჟამად კარგად მუშაობს, მაგრამ ვთვლით, რომ მისი საქმიანობა შეგვიძლია უფრო გამჭვირვალე გავხადოთ. ასე რომ, ვქმნით ახალ კომპანიას, სახელწოდებით ”ანბანი”, – დასძინა პეიჯმა.

აღსანიშნავია, რომ ”ანბანი” ”გუგლს” ბირჟებზე შეცვლის: ძველი კომპანიის აქციები ავტომატურად გარდაიქმნება ახალი სტრუქტურის აქციებად.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი