ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / მოდა / დარია წერეთელი ”პლეიბოისთვის” გაშიშვლდა

დარია წერეთელი ”პლეიბოისთვის” გაშიშვლდა

დარია წერეთელს საქართველოში არ იცნობენ, თუმცა უკრაინაში ის საკმაოდ წარმატებული მოდელი და მომღერალია. გოგონას მანამდეც ჰქონია გულახდილი ფოტოსესიები, თუმცა ამჯერად უკვე უკრაინული ”პლეიბოისთვის” გაშიშვლდა.

დარია უკრაინაში კინოსა და ტელევიზიის ამომავალი ვარსკვლავია. 1991 წლის 25 აპრილს არის დაბადებული. რამდენჯერმე გაიმარჯვა სილამაზის კონკურსზე, რის შემდეგაც უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ პოპულარული მოდელი გახდა. მას დიზაინერების საყვარელ მოდელს უწოდებენ, რადგან მასთან მუშაობა ყველას უყვარს.

დარია ცნობილი უკრაინელი დიზაინერების ახალი კოლექციების სახეა, პარალელურად დიჯეიდ მუშაობს კლუბ ”ინდიგოში”, არის საიუველირო brend IVEL-ის სახე. გარდა ამისა,მოდის შესახებ რუბრიკებს უძღვება სხვადასხვა ჟურნალში.

ბოლო დროს სააგენტო Merilyn Media Group-თან მუშაობს და პირადად მისი პრეზიდენტის ალექსანდრა ბრიტანის მეურვეობის ქვეშაა. ეს ადამიანი არა მხოლოდ თავისი მოდელების პროდიუსერობით არის დაკავებული, არამედ მუსიკის სფეროშიც მოღვაწეობს და მის მოდელებს, სურვილის შემთხვევაში, სააგენტოში ვოკალის დახვეწაზე მუშაობაც შეუძლიათ.

Rating

დარიას ძალიან უნდოდა ”ვია გრას” ახალ შემადგენლობაში მოხვედრა, მონაწილეობა მიიღო პროექტში ”მინდა ვია გრაში”, თუმცა ფინალამდე ვერ მიაღწია. ასევე უნდა მოხვედრილიყო გოგონათა ჯგუფში ”სერებრო”, რომელიც მისმა ერთ-ერთმა წევრმა დატოვა, თუმცა ეს გეგმა ჯერჯერობით ვერ განახორციელა.

Rating

ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი მომღერლობაა, ეს მისი ოცნებაა. მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა სამოდელო და სასიმღერო სფეროში, მან მაინც ადრე მოასწრო გათხოვება და ორი შვილიც ჰყავს.

ჟურნალი ”რეიტინგი”

Check Also

a28433

ქართველი მოდელი, რომელიც გერმანელებს სწორ კვებასა და ეროტიკულ ცეკვებს ასწავლის

ნორა ლობჟანიძის შესახებ საქართველოში ცოტამ თუ იცის. არადა, საკმაოდ წარმატებული ადამიანია, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და გერმანიის ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი