ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / ევროვიზიის მიღმა დარჩენილი „ყვავილების ქვეყანა“ და სიმართლე სომეხი კონკურსანტის შესახებ

ევროვიზიის მიღმა დარჩენილი „ყვავილების ქვეყანა“ და სიმართლე სომეხი კონკურსანტის შესახებ

დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ევროვიზიის“ კონკურსზე სომხეთს ვინმე სერობ აბჯემიანი წარადგენს, მისი ვიდეო კი ინტერნეტში ვრცელდება. საქართველოსთვის ეს ფაქტი იმით აღმოჩნდა მიუღებელი, რომ თუ მელოდიას მოუსმენთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ის ერთი-ერთში ყვავილების ქვეყანაა. ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელში, პროექტ „ევროვიზიის“ პროდიუსერს, ნათია უზნაძეს დავუკავშირდით, რომელმაც „ნიუპოსტს“ შემდეგი განუცხადა:

„როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო, ჯერ უნდა გადაამოწმოს ვინ წარადგენს ქვყანას ევროვიზიაზე. ეს ბიჭი კი არაფერ შუაში არ არის ამ კონკურსთან, შესარჩევშიც კი არ ყოფილა, არც განაცხადი გაკეთებია. დილიდან ვეძებ იმ სააგენტოს საკონტაქტო ნომერს, რომელმაც ეს ამბავი გაავრცელა, მაგრამ უშედეგოდ. უბრალოდ მინდა ვკითხო, საიდან მოიპოვეს ეს ინფორმაცია.

როდესაც ეს უზუსტობა გაავრცელა სააგენტომ, ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდი ჩემს კოლეგას სომხეთში, გოჰარ გასპარიანს და ლინკიც გადავუგზავნე. ეს ამბავი მისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. პირველად ნახეს ეს მომღერალი. რეალურად სომხეთს ევროვიზიაზე გოგონა წარადგენს, ივეტა მუკუჩიანი.

რაც შეეხება სიმღერას, ეს ვერც იქნებოდა კონკურსზე წარმოდგენილი, რადგან როგორც იცით ყველა ქვეყანა სპეციალურად წერს ევროვიზიისთვის ახალ სიმღერას. ეს არის რისი თქმაც შემიძლია, სხვა ინფორმაცია ჩვენც არ გვაქვს“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ნათია უზნაძემ.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი