ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / მსოფლიო / ევროკავშირი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა ღირსების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას

ევროკავშირი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა ღირსების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას

ევროკავშირის სასამართლოს გენერალურმა ადვოკატმა ელინორ შარპსტონმა (Eleanor Sharpston) განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მიმნიჭებელი ორგანოები სიფრთხილით უნდა მოეპყრან საქმეებს, სადაც ისინი ლტოლვილის სტატუსის მაძიებლების სექსუალური ორიენტაციის დადგენას ცდილობენ.

ადვოკატმა შარპსტონმა დასძინა, რომ თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, განსაზღვროს საკუთარი სექსუალური ორიენტაცია, შესაბამისად, თავშესაფრის მოპოვების მსურველთა განცხადებები საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გადახედვას არ უნდა ექვემდებარებოდეს.

ასევე, მან აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს არ უნდა დაესვათ არც ერთი ისეთი კითხვა, რომელიც მათ ადამიანურ ღირსებას ან მორალურ პრინციპებს შელახავდა. კერძოდ, ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო ტესტების გამოყენებაზე ადამიანის სექსუალური ორიენტაციის „დასადგენად“. მან ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვად შეაფასა.

ადვოკატმა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ფალომეტრიის მეთოდს, რომელიც ადრე ჩეხეთის რესპუბლიკასა და სლოვაკეთში გამოიყენებოდა. ამ მეთოდით, იზომებოდა შესამოწმებელი პირის რეაქციები ჰეტერო/ჰომოსექსუალური ხასიათის პორნოგრაფიულ მასალაზე. ასევე, შარპსტონმა კრიტიკის ქარცეცხლში გახვია სხვა სამედიცინო და ფსიქოლოგიური მეთოდები. ტესტებისა და მეთოდების გარდა, მან ისაუბრა თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით დასმულ აბეზარ და არაკორექტულ კითხვებზე, ჰომოსექსუალური ურთიერთობების დამადასტურებელი ფოტოებისა და ვიდეოჩანაწერების წარდგენის მოთხოვნაზე, სტერეოტიპებზე დაფუძნებულ შეფასებებზე, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.

ორგანიზაცია ILGA-Europe-ის აღმასრულებელი საბჭოს თანათავმჯდომარემ გაბი კალიეხამ (Gabi Calleja), განაცხადა: „მივესალმებით მოცემულ განცხადებას და ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის და პროცესუალური ნორმების განმტკიცების მიზნით, პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელ ლგბ ადამიანებთან მუშაობისას, სასამართლო მას გაითვალისწინებს. მოცემული მოსაზრება მკაფიოდ ადასტურებს, რომ ადამიანის ღირსება და თავშესაფრის მაძიებელთა მორალური პრინციპები, მათი სექსუალური ორიენტაციის დადგენისას, პირველხარისხოვან მნიშვნელოვნებას იძენს. ახლა, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მკაფიო სახელმძღვანელო ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის, რომელიც პოლიტიკური თავშესაფრის მიმნიჭებელ ორგანოებს მაძიებლების მიმართ ჯეროვანი პატივისცემით მოპყრობაში დაეხმარება“.

Check Also

img-37018-1440099834

ოკეანეში ნაპოვნი 4,5 მილიონი დოლარის ღირებულების განძი-სიმდიდრის ნაწილი იღბლიან მყვინთავებს დარჩება

ამერიკელმა განძის მაძიებლებმა ატლანტიკის ოკეანიდან უნიკალური სიმდიდრე ამოიღეს. 300 წლის წინ ფლორიდის ნაპირებთან ჩაძირულ ესპანურ ...

ბანერის ადგილი