ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სილამაზე & ჯანმრთელობა / ემულგატორები – დააკვირდით შეფუთვას!

ემულგატორები – დააკვირდით შეფუთვას!

თუ თქვენ სუპერმარკეტში პროდუქტებს მხოლოდ ლამაზი შეფუთვით და ბრენდის ცნობადობით არჩევთ, დროა შეიცვალოთ ეს ჩვევა და ცოტა უფრო დაკვირვებული იყოთ, რადგან თქვენი ჯანმრთელობის 70% დამოკიდებულია იმ საკვებზე რომელიც თქვენს ორგანიზმში ხვდება. საკვები მარტო ფიზიკურ სხეულზე არ მოქმედებს, თქვენ გონებაზეც მოქმედებს. თუ არასდროს არ დაგიხედავთ პროდუქტის შემადგენლობისთვის გაკვირვებული დარჩებით ალბათ რომ გაიგებთ რამდენი არაჯანსაღი კონსისტენციისგან შედგება ის რაც ძალიან გიყვართ, და ძალიან შეიძლება იმიტომაც გიყვართ რო იქ გვხვდება ისეთი სუბსტანციები რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, ანუ აჩენს მოთხოვნილებას ორგანიზმში, რაც ბუნებრივად შეიძლება არ გქონდეთ.

მაშ ასე, რისგან შედგება საკვების “ბნელი” მხარე: ემულგატორები (E ნიშნით – მაგ. E215, E150 და ა.შ.) და გენმოდიფიცირებული ორგანიზმები..რაც შეეხება ემულგატორებს, არსებობს ორი სახის: უსაფრთხო და სახიფათო ემულგატორები. ემულგატორი არის ქიმიური დანამატი რომელსაც იყენებენ საკვებში – გემოს მისაცემად ან იმისთვის რომ პროდუქტი დიდ ხანს შეინახოს, ან გარკვეული თვისება მიანიჭოს პროდუქტს.

chemistry

ამას წინათ ერთ-ერთმა ცნობილმა ავსტრიულმა კლინიკამ გამოაქვეყვნა უსაფრთხო და სახიფათო ემულგატორების სია.

უსაფრთხო ემულგატორები:

E: 121,122,126,130,132,140,151,152,160,161,162, 163, 170, 174, 175, 181, 201, 202, 203, 236, 237, 238, 260, 261, 262, 263, 270, 280, 281, 282, 290, 300, 301, 303, 304, 305, 306, 307, 308, 309, 322, 325, 326, 327, 331, 332, 333, 334, 335, 336, 337, 382, 400, 401, 402, 403, 404, 405, 406, 408, 410, 411, 413, 414, 420, 421, 422, 450, 471, 472, 473, 474, 475.

სახიფათო ემულგატორები:

E: 125, 141,150,153,171,172,240,241,477

განსაკუთრებით სახიფათო ემულგატორები (ტოქსიკური):

E: 102,110,120,124

ემულგატორები რომლებიც ზიანს აყენებენ თქვენ შინაგან ორგანოებს:

1. E 220,221,222,223,224 – იწვევს ნაწლავების დაავადებას digestive-diseases
2. E 338,339,340,341,361,463,465,446,450,407 გვხვდება ნაყინებში, იწვევს მონელების სისტემის დაავადებებს
3. E 230,231,232,233 – იწვევს კანის დაზაინებას
4. E 200 – ანადგურებს B ვიტამინს ორგანიზმში
5. E 250,251,252 – იწვევს სისხლ-ძარღვთა დაავადებებს
6. E 320,321 – საგრძნობლად ამატებს ცუდ ქოლესტერინს სისხლში
7. E 311,312 – იწვევს ნერვულ დაავადებებს

განსაკუთრებით სახიფათო ემულგატორები, რომელიც იწვევს კიბოს (!) :

fish-oil-and-cancer

E: 113,142,210,211,213,214,215,216,217,239
E: 123,110 ესენი აკრძალულია რუსეთსა და ამერიკაში გვხვდება “ჟელიბონებში”, შოკოლადის კანფეტებში, ყველში, ვიჩინის პროდუქტებში, გაყინულ ბოსტნეულში სპეციებით, და სხვა ბევრ პროდუქტში.

იმედია ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ დააკვირდებით საკვების შემადგენოლბას სანამ შეიძენთ და სანამ მიირთმევთ. შეიძლება ბევრ თქვენ საყვარელ პროდუქტში აღმოჩნდეს სახიფათო ნივთიერებები და რა ვქნათ როცა ძალიან გვიყვარს? სულ რამოდენიმჯერ რომ თქვათ უარი, შეიძლება მოიშალოს თქვენი დამოკიდებულება, გააცნობიერეთ რომ ეს პროდუქტები აზიანებენ თქვენ ჯანრმთელობას და მერე გიწევთ ექიმებთან სირბილი, ათასი წამლების სმა, გაციება, გრიპი… როგორ გგონიათ საქართველოში ასე წარმატებული რატომ არ ფარმაცია?  ყოველ ნაბიჯზე რომ აფთიაქი გვხვდება და ყოველი ალბათ მესამე რომ წამლებს ყიდულობს. აქვე აღსანიშნავია რომ წამლები ებრძვის ეფექტს და არა მიზეზს, მიზეზი კიდევ შეიძლება სხვადასხვა უარყოფითი ეფექტების მომტანი იყოს; ასევე წამალი ერთ სიმპტომს რომ აქრობს, შემცველმა ქიმიურმა ნივთიერებამ შეიძლება სხვა ჯანრმთელი ორგანოები/უჯრედები დააზიანოს. თუ თქვენი ექიმების და აფთიაქების ხშირი სტუმარი ბრძანდებით, დროა გადახედოთ თქვენს კვებას და თუ ჯერ არა ხართ, მაშინ ნუ მიიყვანთ მაქამდე საქმეს! წაიკითხეთ პროდუქტის შემცველობა, მოერიდეთ ემულგატორებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, ეცადეთ ნაკლები შაქარი მიიღოთ და ეცადეთ მას-წარმოების ხორცი არ მიიღოთ, და თქვენ აფთიაქში სიარული აღარ დაგჭირდებათ

ცოტა რთულია ალბათ დავიმახსოვროთ რომელი ემულგატორი შეიძლება მივიღოთ და რომელი არა. ჯობია ისეთი პროდუქტი შევიძინოთ სადაც ემულგატორები საერთოდ არ არის, ჯერ-ჯერობით არსებობს ასეთი პროდუქტები საბედნიეროდ. შეიძინეთ ქართული პროდუქცია (სადაც ჯერ-ჯერობით ნაკლები “შხამი” გვხვდება) და ყოველთვის წაიკითხეთ შემადგენლობა.

როგორ ვნახოთ ემულგატორი შეფუთვაზე – ქვევით მოყვანილ სურათში Nestle-ს ფირმის შოკოლადი შეიცავს 2 ემულგატორს სოიოს ლეციტინს და E476-ს, ეს უკანასკნელი ზემოთ მოყვანილ სიაში არ გვხვდება, მაგრამ არ არის ჯანმრთელობისთვის სარისკო. მაგრამ ეს შოკოლადის კანფეტები ასევე შეიცავს არომატიზატორებს და კონსერვანტებს, რაც არ არის კარგი

emulnestle

Check Also

1402924590329618

კბილის დაბჟენა ბურღის გარეშე! – გადატრიალება სტომატოლოგიაში

ერთ-ერთი ყველზე მძიმე ხმა, რომლის ატანაც ყოველ ჩვენგან წელიწადში ერთხელ მაინც უწევს სტომატოლოგთან ვიზიტის დროს. ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი