ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / ერეკლე დეისაძემ პეტრე კოლხის ქალიშვილს წერილი გაუგზავნა

ერეკლე დეისაძემ პეტრე კოლხის ქალიშვილს წერილი გაუგზავნა

ჩვენ და ციციკორეები
მე ახლოს ვიცნობ მარიამს, ის ჩემი მეგობარია, ვიცნობ მის ოჯახს, მამამისს რომელიც ერთ ერთი ნათელი წერტილია დღევანდელი ეკლესიის წიაღში, იმ ეკლესიის რომელმაც არასწორი პოლიტიკის გამო ბევრი ღირსეული შვილი დაკარგა, მათ ეშინიათ თავისუფლების, არადა მე ასე მასწავლეს, რომ როდესაც შენში თავისუფლებას ზღუდავენ, ზღუდავენ ქრისტეს. მარიამის დახასიათება ყველაზე ლაკონურად ამ ორი სიტყვით შემიძლია, თავისუფალი და ლაღი. როდესაც ინტერნეტსივრცე მისი უწყინარი ფოტოების ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა მოიცვა, ნატვრის ხე გამახსენდა, ძალიან მარტივია სხვისი ცხოვრებით დაინტერესდე, როდესაც საკუთარი არ გაგაჩნია, თანაც როცა იმ საზოგადოების წევრი ხარ რომელიც მუდმივად მსხვერპლის ძიებაშია და კბილების ღრჭენით ელოდება ახალ საკბილოს, სულ ერთია ის მარიამი იქნება თუ სხვა. მე ახლოს ვიცნობ მათ, ვიცი მათი ფსიქოლოგია, მათი ფეისბუქის კედლებიც ვიცი, ხატებითა და წმინდა მამების გამონათქვამებით რომ აქვთ აჭრელებული, ეს სხვა მართლმადიდებლობაა. ამ მართლმადიდებლობის შემოქმედებზე ვაჟა–ფშაველა 1906 წელს წერდა:
,,გაიძროთ ანაფორები, შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ „პინჯაკებში“, „შტაცკურად“, მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. დღეს კი თუმცა ყველაფერს კარგს, უკეთესს, სასარგებლოს ბრძანებთ, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის სამავნებლო იქნება. თქვენს წოდებას პროგრესიული აზრების ქადაგებით მკვიდრად ბოძებს უდგამთ და მომავალ ცხოვრებას ეგ არ შეჰფერის, არც შეჰშვენის; ახალმა ცხოვრებამ სრულიად სხვა გზა და დანიშნულება უნდა მისცეს თქვენს წოდებას, მშობლიური მამობრივი მზრუნველობა უნდა ჩამოგყაროსთ, თქვენ აღზრდის საქმეში, სკოლებში ადგილი აღარ გექნებათ, რათა უკუღმა არ მომართოთ თქვენი ყოვლად შემძლებელი ენა. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქით მოაბამს…’’
მამა პეტრემ კარგად იცის რას გულისხმობდა ვაჟა, სწორედ ამიტომ არ ჰგავს სხვებს, ვერც მარიამი ვერ იქნება სხვანაირი, მან კარგად იცის თავისუფლების და სიყვარულის მნიშვნელობა, ჩემთვის მათი ურთიერთობა სამაგალითოა.
მავანი კი ცდილობს ამ ფოტოებით მამა პეტრეს სახელი შებღალოს. მე როგორც ამ ინსტიტუციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ქრისტიანს, გულწრფელად მჯერა რომ პეტრესნაირი ადამიანების დამსახურებაა რომ ეკლესიას ჯერ კიდევ შემორჩა პროგრესულად მოაზროვნე მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, ისეთები რომლებსაც არ აშინებთ სხვისი სექსუალურ–რელიგიური ორიენტაცია რადგან საკუთარს კარგად იცნობენ და ამის გამო არავის უპირებენ ჩაქოლვას.
კიდევ ბევრჯერ ვიხილავდი მარიამის მსგავსი ტიპის ფოტოებს, რადგან სილამაზის აღქმის ნიჭი ბავშვობიდან მაქვს, ციციკორეები კი ყოველთვის იქნებიან მსხვერპლის მოლოდინში და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ რომ თავად არიან იმ მენტალობის მსხვერპლნი, რომლითაც სხვები ვერ მოწამლეს.
როცა ტალახს გესვრიან, ეს ნიშნავს რომ სუფთად ცხოვრობ.
ჩვენ ტალახის არ გვეშინია!
ერეკლე დეისაძე

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი