ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / საქართველო / ვერა ქობალიამ სამსახური დატოვა

ვერა ქობალიამ სამსახური დატოვა

“ასტანა ექსპო 2017″-ის ყოფილი თავმჯდომარე და ქობალიას მომწვევი ტალგატ ერმაგიაევი, 11 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე გაათავისუფლეს და ორ დღეში 4 მილიარდი ტენგეს მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს.

ერმაგიაევის გარდა სახელმწიფო სახსრების დატაცების ფაქტზე რამდენიმე მაღალჩინოსანიც არის დაკავებული. მათ შორის, მშენებლობის მიმართულების კურატორი, რომელსაც სახელმწიფო 217 მილიონი ტენგეს დატაცებას ედავება.

ქობალიამ ასტანაში მუშაობა ივნისში დაიწყო და მის უშუალო მოვალეობებში პროექტის პრომოუშენი, კომერციალიზაცია და სპონსორების, ტურისტებისა და მონაწილე სახელმწიფოების მოზიდვა იყო. ვერა ქობალია ყაზახურ საინფორმაციო სააგენტოსთან უკმაყოფილებას გამოხატავს ყაზახურ ნაციონალურ კომპანიაში არსებული ნეპოტიზმისა და პროფესიონალების ნაკლებობის გამო.

ქობალიას განცხადებით, მისი გათავისუფლების თხოვნას ხელმძღვანელობამ ხელი მყისიერად, მოლაპარაკებების გარეშე მოაწერა.

ტენგრინიუსთან საუბრის დროს, ქობალიამ ხელფასის ოდენობაც დაასახელა – “ასტანა ექსპოში” მისი ანაზღაურება 1 250 000 ტენგეს (15 000 ლარი) შეადგენდა.

წყარო :primetimenews.ge

 

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი