ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / საქართველო / ზურაბ ჟვანიას ვაჟი გიორგი ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა

ზურაბ ჟვანიას ვაჟი გიორგი ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა

Frontnews-ის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბესარიონ ჟვანიამ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი და მამის მეგობარი გია ბარამიძე სცემა.

შემთხვევა ბათუმში ერთ-ერთ კაფეში მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გია ბარამიძემ ბესარიონ ჟვანიას უთხრა, რომ ზურას სულთან მართალია, ექსპრემიერის ვაჟმა კი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მამის მისამართით გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა, რასაც შემდეგ ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აღნიშნულს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა საჭირო გახდა თუ არა სიტუაციაში სამართალდამცველების ჩარევა, უცნობია. შსს-ში აცხადებენ, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა.

Frontnews შეეცადა გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებას, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, რაც შეეხება ყოფილი პრემიერის მეუღლეს, ნინო ქადაგიძემ ტელეფონს უპასუხა, თუმცა ისე, რომ შეკითხვაც არ მოუსმენია, აღნიშნა, რომ დაკავებულია და ვერ გაგვესაუბრებოდა.

წყარო : primetimenews.ge

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი