ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / იცოდეთ, რათა “საზაფხულო ვირუსებით” არ დაავადდეთ! – “ყველაზე მეტად ნოროვირუსები და როტავირუსებია მომრავლებული”

იცოდეთ, რათა “საზაფხულო ვირუსებით” არ დაავადდეთ! – “ყველაზე მეტად ნოროვირუსები და როტავირუსებია მომრავლებული”

“ახლა ყველაზე მეტად მომრავლებული ნოროვირუსები და როტავირუსებია”, – ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეპაატა იმნაძე.

ზაფხულის პერიოდში სეზონური ვირუსები უფრო აქტიურდება, შესაბამისად, ამ წელს მომრავლებული სწორედ ნორო და როტა ვირუსებია. როგორც ჩვენთან საუბარში პაატა იმნაძე ამბობს, აღნიშნული ვირუსები საშიში არ არის, მხოლოდ ორ დღეს გრძელდება და გულისრევა და პირღებინება ახასიათებს.

“ენტეროვირუსი, რომელიც მენინგიტს იწვევს, შარშან იყო გავრცელებული. წელს კი მომრავლებულია ნოროვირუსები და როტავირუსები. ეს გავრცელებულია არა მარტო საქართველოში, არამედ შერთებულ შტატებში, ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში.

ნაწლავთა ინფექციებს, ანუ ნოროვირუსსა და როტავირუსს, ახასიათებს გულისრევა, პირღებინება, ზოგჯერ ფაღარათიც. მართალია ეს ვირუსული ინფექციები მთელი წელია გავრცელებული, მაგრამ ამ სეზონზე უფრო მომრავლებულია. საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, მთელ მსოფლიოში რაც არის, ჩვენთანაც ის არის გავრცელებული”, – ამბობს პაატა იმნაძე.

რაც შეეხება ზღვისა და მთის დაავადებებს, როგორც იმნაძე ამბობს, ზაფხულში ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული დაავადებები არ იჩენენ თავს და თუ ადამიანი ხელს არ დაიბანს, ჰიგიენის ნორმებს არ დაიცავს, ზღვაზეც და მთაშიც იგივე ინფექცია შეხვდება, რაც ქალაქში.

“საქმე ის არის, რომ ზღვის წყალში ბავშვმა რომ იბანაოს და წყალი ჩაყლაპოს, შეიძლება დიარეა გამოიწვიოს იმიტომ, რომ ზღვის წყალში მაგნიუმის მარილებია და ამან დიარეა გამოიწვიოს. ჩვეულებრივ რაც არის ზაფხულში, ის არის გავრცელებული ზღვაზეც, მთაშიც, სოფელშიც და ქალაქშიც. ზაფხულში თუ ხელებს ხშირად არ დაიბანთ, დიარეა იქნება თუ სხვა დაავადება, ყველგან დაგემართებათ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ნოროვირუსისა და როტავირუსისგან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვირჩევს, ნოროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ:

ყურადღებით დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით – განსაკუთრებით ტუალეტის გამოყენებისა და პამპერსის გამოცვლის შემდეგ, საკვების მიღებამდე, მომზადებამდე ან დამუშავებამდე.

საფუძვლიანად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, ხოლო

ზღვის პროდუქტი საგულდაგულოდ მოამზადეთ. ავადმყოფმა სხვებისათვის არ უნდა მოამზადოს საკვები ან იზრუნოს ავადმყოფზე თუკი სიმპტომების გავლიდან 3 დღე მაინც არ არის გასული. დაბინძურებული ზედაპირები უნდა დასუფთავდეს და მოხდეს მისი დეზინფექცია.

აუცილებელია: დაბინძურებულ ნივთებთან სიფრთხილის გამოჩენა;
დაბინძურებულ ნივთებთან მოპყრობისას რეზინის ან ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება, შემდგომ კი, ხელის დაბანა;
ნივთების სარეცხი მანქანის ყველაზე ხანგრძლივი და შემდგომი გამოშრობის რეჟიმით და სარეცხი საშუალებით რეცხვა.
რაც შეეხება როტავირუსული ინფექციისგან თავის დაცვას, აღნიშნული ინფექცია ყველაზე ხშირად თავს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იჩენს და მხოლოდ ხარისხიანი სასმელი წყლის მიღება და ჰიგიენური პირობების დაცვა დაავადებას თავიდან არ აგვაცილებს, ამისათვის საჭიროა როტავაქცინა, რომელსაც პატარებს უკეთებენ.

თაკო ესებუა

წყარო : ambebi.ge

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი