ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / ხელოვნება / ლიტერატურა / კარს მომდგარა შემოდგომა

კარს მომდგარა შემოდგომა

არის ნეტარება – ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა.
შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა.
ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის.
როგორც ბელზებელი, ქარებს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული – ოაზისი;
შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.
გ.ტაბიძე

შემოდგომაა,
ქარი
კვნესის ჩაკეტილ კართან
და შენს ფანჯრებთან ისევ
ნისლის კიდია ფარდა,
რას იზამ თუკი ბედმა,
ისევ დაგტოვა მარტო,
რომ თეთრ სუფრაზე წითელ
ღვინით ვარდები ხატო…
ეს მერამდენედ მოდის
ჟამი ფოთოლთცვენის
და შენ სანთლების შუქზე,
ტირი ფარული ცრემლით..

შემოდგომისა ველურ ჰანგში
ჭკნება ფოთოლი
ყმაწვილი გულიც უნუგეშო
ფიქრებით დნება
მაგრამ სხვა ფოთოლს აამწვანებს
კვლავ გაზაფხული
და სიყმაწვილე კი არასდროს
არ დაბრუნდება!
ქვითინებს ქარი.თან წაიღებს
ყვავილთა ჩურჩულს..
ჰანგი საზარი სულს მიშფოთებს
და გულში მწვდება,
რომ ვერასდროს ვერ ვეღირსები
მე იმ გაზაფხულს,
და სიყმაწვილე კი არასდროს
არ დაბრუნდება!

 

შემოდგომის ფერებია, ცაში…
დილაა და თმას მისველებს წვიმა…
თურმე,
როგორ მყვარებიხარ მაშინ…
ახლა, უფრო მენატრები ხშირად…
ფოთლებივით ქარს გაყვება სევდა…
და მზეც,
სადღაც ემალება ნისლებს…
შენი კოცნა
ისევ გამახსენდა…
თურმე,
ახლაც მენატრები ისევ . . .

გიო არაბული



Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი