ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / კრიმინალი / ლანჩხუთში 70 წლის კაცმა მეუღლე სცემა

ლანჩხუთში 70 წლის კაცმა მეუღლე სცემა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში 70 წლის მამაკაცმა მეუღლე სცემა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მეზობლებმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.

როგორც დაზარალებული 66 წლის ნ.ჩ “გურიის მოამბესთან” აცხადებს, მეუღლე ჯ.ჩ მას ბოლო პერიოდში ფიზიკურად უსწორდება.

“ბოლო სამი წელია, ასე ვარ. ვერ ვხედავ და ჯოხის გარეშე ვეღარ დავდივარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ინსულტი მაქვს გადატანილი. სანამ შემეძლო, მეზობლებთან ვიმალებოდი, თუმცა ახლა აღარ შემიძლია და სად დავიმალო? ბოლო დროს დალევა დაიწყო და სულ მეჩხუბებოდა. როგორც კი დათვრება, მაშინვე შეტევაზე გადმოდის და რაც ხელში მოხვდება ყველაფერს მესვრის. ყოველ საღამოს ნასვამი მოდის სახლში და იძახის, რომ ,,ნაჯახით დამჩეხავს, დამახრჩობს და ჩემს სიკვდილს ვერავინ ვერ გაიგებს. იმ დღეს კი მუშტები სულ სახეში მირტყა, პირიდან და ცხვირიდან სისხლი მდიოდა. მერე კი ყელში წამიჭირა ხელები და მახრჩობდა. მეზობლებს, რომ არ მოესწროთ, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი“ _ გვიყვება რესპოდენტი და მეუღლის მიერ ხელისა და სახის არეში ნაცემ ადგილებს გვიჩვენებს.

   ამბობს, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა და დაპირდა, რომ სიტუაციას დაარეგულირებდა.

   ,, მითხრეს, რომ ამას ახლა წავიყვანთ განყოფილებაში და შენ ამაღამ მშვიდად დაიძინეო. მაინც ვერ მოვისვენე და ფანჯრები ჯოხით გადავრაზე. არ გასულა ცოტა ხანი და გავიხედე არ მომადგა კარებზე? როგორ გაბედე და პოლიციაში როგორ დარეკეო. ისევ პოლიციამ მომიყვანა აგერ ახლობლის სახლში და მას შემდეგ აღარ მოვუკითხივარ არავის“

    მოხუცი ქალბატონი ადგილობრივ პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მის ამბავს, არ კითხულობენ: 

   ,,სამი დღეა აქ ვარ და გუშინ უნდა მოვეკითხე პოლიციას და არავინ შემხმიანებია. მეზობელთან დავრეკე და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი გაქცეულა, სახლში არაა. მერე კი ახლობელმა მითხრა, რომ ოზურგეთში უნახავთ. სადამდე ვიყო ასე შიშით? ორი პარასკევი მაქვს დარჩენილი და სულ ის როგორ ვიფიქრო, რომ ახლა მომეპარება და ნაჯახით მომკლავს მეთქი“_ თვაცრემლიანი დახმარებას შესაბამისს სამსახურებს მიმართავს თხოვნით, რომ საკუთარ სახლში დააბრუნონ:

   ,,ესენი 8 სული არიან და მე კიდევ როგორ შევეკედლო. დამაბრუნეთ ჩემს სახლში და იქნებ ეს კაცი მომაშოროს ვინმემ, რომ არ მომკლას. ამას ვითხოვ, თორე მეტი რა უნდა მოვითხოვო? სახლი მაქვს და კარი. იმდენი ვიწვალე და ვიშრომე, ახლა ვის უნდა დავუტოვო? ან რატომ უნდა ვიყო სხვის კარებს ამოფარებული? “ _ დასძენს ქალბატონი.

   ,,გურიის მოამბე“ გამგებლის წარმომადგენელს აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში უჩა ჩხაიძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა და დასძინა, რომ ამ ინციდენტის შესახებ იცის: ,,დიახ, ვიცი. ადგილზე ვიყავით მისულები. სანამ სიტუაცია აქამდე მივიდოდა, ჩვენი მხრიდან არაერთხელ მოხდა მეუღლის გაფრთხილებაც. თუმცა სვამს და მერე თავიდან იწყება ყველაფერი.მითხრეს, რომ ამჯერად მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე მეზობლებს პოლიცია გამოუძახებიათ და სამწუხაროდ ჩვენ მეტს ვერაფერს გავაკთებთ, რადგან ჩვენს ძალებს აღემატება – დასძინა გამგებლის წარმომადგენელმა.

წყარო : guriismoambe.com

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი