ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / ლევან ბერძენიშვილი განცხადებას ავრცელებს

ლევან ბერძენიშვილი განცხადებას ავრცელებს

“მომავალში დავიმახსოვრებ: 20 იანვარს არც სტაჟიორებს შევხვდები და არც ჟურნალისტებს. გუშინ „გავიგე“, რომ „სექსისტი“ ვყოფილვარ, ახლა „გავარკვიე“, რომ NDI-სთან კონკურენციაში შევსულვარ და საპარლამენტო არჩევნების ფანტასტიკური პროგნოზი გამიკეთებია — ყველა მაჟორიტარად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „გამიყვანია“.
1) რადგან ჩემი სერიოზული ნათქვამი და ხუმრობა აშკარად ერევათ ერთმანეთში, რაც, ალბათ ჩემი ბრალი უფროა, ვიდრე სხვისი და
2) რადგან კომუნიკაციის პრობლემა მქონია,
პირდაპირ, ჟურნალისტების დახმარების გარეშე სრული სერიოზულობით ვაცხადებ:
მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვებენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები; ვის რამდენი გამარჯვებული ეყოლება, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი.”

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი