ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / საქართველო / ლიკა ფაცაცია, რომელიც გლდანში შენობის ჩამონგრევისას დაშავდა, გარდაიცვალა

ლიკა ფაცაცია, რომელიც გლდანში შენობის ჩამონგრევისას დაშავდა, გარდაიცვალა

გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გოგონა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო.

ლიკა ფაცაციას გარდაცვალების გამო უწყება მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

„იუსტიციის სახლის დიდ გუნდს ხანგრძლივი სივრცის ოპერატორი ლიკა ფაცაცია გამოაკლდა. პროფესიონალი თანამშრომელი, კარგი კოლეგა და მეგობარი, მუდამ მომღიმარი და ხალისიანი ლიკას გარდაცვალება აუნაზღურებელი დანაკლისია გუნდისთვის. იუსტიციის სახლი მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ლიკა ფაცაციას ოჯახს.

ლიკა ფაცაციამ გაზის გაჟონვი გამო, კორპუსის ჩამონგრევის დროს სხეულის ძლიერი დამწვრობა მიიღო. ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გოგონა საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

ლიკა ფაცაცია ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. გოგონას სხეულის 85% ჰქონდა დამწვარი.

შეგახსენებთ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის მეორე კორპუსში აფეთქება რამდენიმე დღის წინ მოხდა. შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი