ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / მართვის მოწმობის მსურველებს სავარაუდოდ ფსიქოლოგთან გასაუბრებაც მოუწევს – სიახლე მძღოლებისთვის

მართვის მოწმობის მსურველებს სავარაუდოდ ფსიქოლოგთან გასაუბრებაც მოუწევს – სიახლე მძღოლებისთვის

  • მართვის მოწმობის მსურველებს სავარაუდოდ ფსიქოლოგთან გასაუბრებაც მოუწევს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება.

    მისი განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი ისაა, რომ მძღოლებმა იცოდნენ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ ჩადენილ თუნდაც პატარა დარღვევასაც კი.

    შსს-ს ინიციატივით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრევენციული მიმართულების გაძლიერების მიზნით მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემა შემოდის.

    პროექტის თანახმად, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, რომელიც ძალაში იქნება იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას, ხოლო ქულათა რაოდენობის მთლიანად ამოწურვა – მართვის უფლების გაუქმებას (შეწყვეტას). ასეთ შემთხვევაში, მართვის უფლების ხელახალი მოპოვებისთვის მოქალაქემ შესაბამისი კატეგორიის თეორიული გამოცდა უნდა ჩააბაროს. გამოცდის ჩაბარებას ის მართვის უფლების გაუქმებიდან 2 თვის შემდეგ შეძლებს.

Check Also

1453368206723433

გურიაში შუახნის ქალბატონი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში, 60 წლამდე ქალბატონი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სოფელ ჭყონაგორას ტერიტორიული ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი