ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სილამაზე & ჯანმრთელობა / მაცივარში წყალი პლასტმასის ბოთლით გიდგათ? – ეს უნდა გამოასწოროთ

მაცივარში წყალი პლასტმასის ბოთლით გიდგათ? – ეს უნდა გამოასწოროთ

მაცივარში პლასტმასის ბოთლით წყლის შენახვა ჩვეულებრივი ამბავია. მინერალური წყლის ცარიელ ბოთლებს არა მარტო წყლის, რძის, წვენის, ღვინისა თუ ძმრის შესანახად ვიყენებთ. ეს შეცდომაა. სინამდვილეში ერთხელ უკვე გამოყენებული ბოთლი საკვების შესანახად აღარ გამოდგება. ზედმეტად ცივი ან ცხელი შიგთავსი, სინათლეზე დიდხანს ყოფნა, საკვებთან ხანგრძლივი კონტაქტი, ჟანგბადი – ეს ყველაფერი პლასტმასს თანდათან “აძველებს”. შედეგად მავნე ნივთიერებების გამოყოფა იწყება, რომელიც ამ ჭურჭელში მყოფ პროდუქტშიც გადადის. შესაბამისად, წყალი (ან ნებისმიერი საკვები), რომელსაც მალ-მალე ვიღებთ მაცივრიდან და ხში-ხშირად მივირთმევთ, მავნე ქიმიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული.
როდის არ არის მავნებელი პლასტმასის ბოთლში მოთავსებული წყალი? როცა ის ჰერმეტულადაა დახუფული. როგორც კი ბოთლს ვხსნით და შიგნით ჟანგბადი ხვდება, პლასტმასის ქიმიური შემადგენლობაც იცვლება და მასში მყოფი სითხისაც.

ევროპა ცდილობს უარი თქვას პლასტმასის ბოთლებზე და მათ ნაცვლად მინის ან კერამიკის ჭურჭელი გამოიყენოს. ეს არა მარტო ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვისაც სასარგებლოა.

Check Also

1402924590329618

კბილის დაბჟენა ბურღის გარეშე! – გადატრიალება სტომატოლოგიაში

ერთ-ერთი ყველზე მძიმე ხმა, რომლის ატანაც ყოველ ჩვენგან წელიწადში ერთხელ მაინც უწევს სტომატოლოგთან ვიზიტის დროს. ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი