ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / საქართველო / მდინარე რიონში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მდინარე რიონში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ლანჩხუთის რაიონის სოფელ მაჩხვარეთის მოსახლეობა, ამ წუთებში ახალგაზრდა თანასოფლელს ეძებს, რომელიც სენაკის რაიონის სოფელ სირიაჩხუმთან, მდინარე რიონმა გაიტაცა.

როგორც “ნიუპოსტთან” დაკარგულის ახლობელმა განაცხადა, მათ მრავალჯერ დარეკეს 112-ში, თუმცა სრულყოფილი სამძებრო სამაშველო სამუშაოები უკვე მეორე დღეა არ დაწყებულა.

“წუხელ დაიკარგა ჩვენი თანასოფლელი და ამ წუთამდე ვერ ვახერხებთ რომ მაშველები მოვიდნენ, ან ფოთიდან, ან ზუგდიდიდან, გამოგზავნეს ორი კაცი ერთი ნავით, ნავით რომ იძებნებოდეს რად გვინდა მაშველი? გთხოვთ დაგვეხმაროთ, გვინდა სასწრაფოდ “რუსთავი 2″ დავუკავშირდეთ, კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს” – ითხოვენ დაკარულის თანასოფლრლები.

ამ წუთებში, მაჩხვარეთის 60-მდე მცხოვრები სამძებრო სამუშაოებს საკუთარი ძალებით ახორციელებს.

 

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი