ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / კულინარია / მეცნიერებმა მოიფიქრეს, როგორ გადმოსცენ გემო ეკრანიდან

მეცნიერებმა მოიფიქრეს, როგორ გადმოსცენ გემო ეკრანიდან

ბევრისთვის ნაცნობია გრძნობა, კულინარიული გადაცემის ყურებისას მომზადებული კერძის გასინჯვა რომ გვინდება. მეცნიერებმა მოიფიქრეს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც გემოს აღდგენა ელექტრონული გზით შეიძლება. დოქტორი Nimesha Ranasinghe კოლეგებთან ერთად მუშაობს ახალი მოწყობილობის Digital State Interface-ის სრულყოფაზე, რომელმაც პირველი წარმატებული შედეგები უკვე აჩვენა. ეს გახლავთ გემოს სიმულატორი, რომელსაც შეუძლია ენის რეცეპტორების სტიმულაციის გზით გაგძნობინოთ ტკბილი, მწარე, მარილიანი და მჟავე გემოები. გემოს შეგრძნებები ოდნავ შესამჩნევი ტემპერატურული ცვლილებების შედეგად თავადაც იცვლება.შემქმნელების აზრით, ამ ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა უამრავი საბაზისო გემოსა და არომატის აღდგენა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია გემოს შეგრძნებების გადასაცემად სატელევიზიო ან ინტერნეტ კულინარიული შოუების და ასევე კომპიუტერული თამაშების დროს.გარდა ამისა, შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ეს მოწყობილობა ჯანმრთელობისთვის სიკეთის მომტანი იქნება. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ან ბავშვებს შეეძლებათ ისე იგრძნონ ტკბილეულის გემო, რომ არ შეჭამონ. ისინი უკვე მუშაობენ ციფრული ტკბილეულის შექმნაზეც.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი