ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / “მეცნო ეს მზერა! ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა?” – განო მელითაურის ემოციური პოსტი

“მეცნო ეს მზერა! ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა?” – განო მელითაურის ემოციური პოსტი

გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„გეძებდი ყველგან – მოვირბინე სახლები ქუჩები და ადგილები ,სადაც ერთად ვყოფილვართ..გეძებ,გეძებ ,გეძახი..სულ გელოდები, სად აღარ ვიყავი! სასაფლაოზეც ავედი,წარმოგიდგენია? მიწას ხელით შევეხე, მერე ქვების მდუმარებაში ვიდექი დიდხანს – იქნებ ჩამავალ ათინათებში დავინახოთქო და როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა, სახლში უმზეო და დაოსებული დავბრუნდი. ჩვენს შვილებს ერთმანეთზე დაკონებულებს ეძინათ.პირველად შემშურდა მათი, ყოველ ღამე გხედავდი და უძილობამ საბოლოოდ დამაშორა სასიზმრეთს!

მერე სარკესთან მივედი, ჩვნი ფოტოსთვის მაინც რომ შემეხედა და შემთხვევით თვალი თვალში გავუყარე საკუთარ ანარეკლს..

მეცნო ეს მზერა! ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა ? პირდაპირ ჩემი თვალებიდან მიყურებდი, სანუკვარო!“, – წერს მელითაური.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი