ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / პოლიტიკა / “მე ვარ პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა ქართული ოცნების, არამედ სახელმწიფოს წინაშე” – გიორგი მარგველაშვილი

“მე ვარ პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა ქართული ოცნების, არამედ სახელმწიფოს წინაშე” – გიორგი მარგველაშვილი

“მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა ქართული ოცნების, არამედ სახელმწიფოს წინაშე,” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ვეტოს გამოყენებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.

გიორგი ამრგველაშვილმა ერთ-ერთ ტელეკომპანიაში საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ არის პარტიის მიერ არჩეული, კანონპროექტი კი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

მარგველაშვილის თქმით, მისი ყველა გამოსვლის, ვეტოს, პოლიტიკური შეხედულებების ამოსავალი არის ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა.

“როდესაც მე დავინახავ, რომ რამე ტიპის კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს, მე არ შევშინდები, არ გავალ ბუჩქებში, არ ვიტყვი, რომ ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ და ამიტომ არ ვიტყვი სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვება პოლიტიკური კამპანიები, ღიად ვიტყვი სიმართლეს იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს კარგია საქართველოსთვის. შეიძლება, ეს არ იყოს კომფორტული მმართელი გუნდისთვის, მაგრამ მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა ქართული ოცნების წინაშე, არამედ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, სახელმწიფოს წინაშე, რომ ემსახურებოდა არა პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყანას,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი