ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / საქართველო / “მე თქვენ ყველა მიყვარხართ!” – რატომ მოიკლა თავი 13 ივნისის სტიქიის გმირმა

“მე თქვენ ყველა მიყვარხართ!” – რატომ მოიკლა თავი 13 ივნისის სტიქიის გმირმა

თბილისში 30 წლის ირაკლი იმნაძემ თავი მოიკლა. იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა 18 იანვარს მოხდა.

სავარაუდოდ მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება. მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

იმნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ” გაავრცელა.

“თბილისში ივნისის ტრაგიკული დღეები. ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA – ს თავშესაფარში თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამოდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის მანძილზე ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად ბრძოლობდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად….

18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს.

“მე თქვენ ყველა მიყვარხართ!” – ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა ირაკლი ივნისში.“- წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე სოციალურ ქსელში.

13 ივნისის გმირის ირაკლი იმნაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ეხმაურება. როგორც ჩანს მათ ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის სახელი და გვარი.

„არ მახასიათებს სამგლოვიარო სტატუსების წერა, მაგრამ ეს რომ არ ვთქვა, არ შემიძლია:( მე ამ ქალაქში ორეული მყავდა, სახელიც და გვარიც საერთო გვქონდა. შემთხვევით აღმოვაჩინეთ ერთმანეთი და მას შემდეგ, სადაც შემხვდებოდა, ხელს გადამხვევდა და გვერდიდან არ მიშორებდა, ყველა თავის ნაცნობს თუ მეგობარს უყვებოდა, რომ მეც ირაკლი იმნაძე ვიყავი და ასე ძაან ვგავდით ერთმანეთს. თვითონაც ბედნიერი იყო ამით და მეც მაბედნიერებდა:( მეამაყებოდი იკა!!! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ალალი და ლამაზი სული. მაგრად მიყვარხარ ტყუპიჩ (ესეც შენი მოგონილი ზედმეტსახელი)“, – წერს გარდაცვლილის მეგობარი ირაკლი იმნაძე.

 

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი