ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / საქართველო / მოსახლეობას შესაძლოა დენი გრაფიკით მიეწოდოს – ენერგოკომპანიები ქვეყანას ტოვებენ

მოსახლეობას შესაძლოა დენი გრაფიკით მიეწოდოს – ენერგოკომპანიები ქვეყანას ტოვებენ

“ენერგო-პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ ბოცვაძე არ გამორიცხავს, რომ ნოემბერ-დეკემბერში რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს.

ამის შესახებ მან სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც თბოელექტროსადგურებისთვის გაძვირებული ტარიფი დადგინდა.

ბოცვაძე, რომელიც სხდომაზე “ენერგო-პრო ჯორჯიას” შვილობილ კომპანია “ჯიფაუერს” წარმოადგენდა, გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.

“ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ენერგოკომპანიის დანგრევა. უკვე გაჩერების პირას ვართ და კრიზისში ვართ უკვე იმ დონეზე, რომ ვცდილობთ დავტოვოთ ქვეყანა. დღეს დადგა რეალობა, როცა “ჯიფაუერისთვის” ელექტრონერგის გამომუშავების თვითღირებულება არის 10,5 თეთრი, ხოლო ბაზარს უნდა მიაწოდოს 7,3 თეთრად. სახელმწიფომ მოგვაწოდოს მაშინ ზუსტად იგივე ფასში ელექტროენერგია, რაშიც ყიდულობს. ჩვენი ზარალი არის ათობით მილიონი და ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ. თუ ასე გაგრძელდა, ნოემბერ-დეკემბერში გვექნება გრაფიკი“, – აღნიშნა ბორცვაძემ.

დღეიდან ელექტროენერგია, რომელსაც თბოელექტროსადგურები კერძო კომპანიას მიჰყიდიან, რამდენიმე თეთრით მოიმატებს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სემეკმა მიიღო.

წყარო : newposts.ge

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი