ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / პოლიტიკა / “მოსიარულე ღმერთი ეგონა ხალხს და ყველაზე დიდ ანტიქართველად იქცა”

“მოსიარულე ღმერთი ეგონა ხალხს და ყველაზე დიდ ანტიქართველად იქცა”

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის მითითებით მოქმედებენ, თავად ივანიშვილი კი – „გაგებაში არ არის, როგორ მართოს სახელმწიფო, აზრზე არ არის საერთოდ და ამ საქმეს თავს არ ანებებს, მაინც ეპოტინება“.

„ივანიშვილი არის არაპატრიოტი ადამიანი, რომლისთვისაც სულ ერთია, რა დაემართება მის ქვეყანას და მის ხალხს, დაიმშევა ეს ხალხი თუ არა, მთავარია მას არ დაბრალდეს რაიმე. ლარი არის აბსოლუტურად თავისუფალ ვარდნაში და პატრონი საერთოდ არ ჰყავს, ადრე კი თქვა ერთი სიმართლე ივანიშვილმა, ლარი ჯანსაღიაო. კი, ჯანსაღია, აბა რა არის, ისე გარბის დოლარი და ევრო ვერ ეწევიან. ივანიშვილი ახლა გამოჩნდება თუ არ გამოჩნდება, იტყვის თუ არა რაიმეს, ეს უკვე ვეღარაფერს შეცვლის, ყველაფერი ძვირდება, ხალხი უარესად გაღარიბდა და მის სიტყვას კაპიკის ფასი აღარ აქვს. კაცი, რომელიც მოსიარულე ღმერთი ეგონა ხალხს, ყველაზე დიდ ანტიქართველად იქცა“- განაცხადა კახა კუკავამ.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი