ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / ხელოვნება / კინოხელოვნება / მსახიობი ზურაბ ბეგალიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ზურაბ ბეგალიშვილი გარდაიცვალა

 

მსახიობი ზურაბ ბეგალიშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელება. როგორც მსახიობის მეგობრები აცხადებენ ზურაბ ბეგალიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა.

ზურაბ ბეგალიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორიცაა ” ლაქა”, ”ორმაგი სახე”, ”სვანი”, ”რენე მიდის ჰოლივუდში”, ”ცხელი ძაღლი”, ”ქაღალდის ტყვია”, ”ყავა და ლუდი”, ”ქუჩის დღეები”, მან ასევე ეპიზოდური როლი შეასრულა სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებშიც”.

ზურაბ ბეგალიშვილს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში ”ღამის ცეკვა” საქართველოს კინოაკადემიის პრიზი ”ნატო” მიანიჭეს, ხოლო ფილმში ”აქ თენდება” შესრულებული როლისათვის ზურაბ ბეგალიშვილმა აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მიიღო.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი