ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილების ფოტომ მსოფლიო მოიარა

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილების ფოტომ მსოფლიო მოიარა

„თავად მოგვაკითხა იტალიელმა კორესპონდენტმა და გვითხრა, რომ ეს სპორტული არხი ჩვენ დავიპყარით! საეთეროს ფოტოები მეილზეც გადმოგვიყარა!“ — ასეთი აღწერით გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო ნანუკა გოგიჩაიშვილმა. საქმე იმაშია, რომ დები გოგიჩაიშვილები ბარსელონა-სევილიის მატჩს დაესწრნენ და, როგორც ბარსელონას დიდი ხნის გულშემატკივრებმა, დინამო არენაზე ადგილი საყვარელი კლუბის დროშასთან ერთად დაიკავეს. ის, რომ ორ ულამაზეს ქართველ გოგონას ხელში ბარსელონას დროშა ეჭირა, არ გამოპარვიათ საერთაშორისო კორესპონდენტებსა და ფოტოგრაფებს, რამაც ის გამოიწვია, რომ მსოფლიოს ინტერნეტსივრცე ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილების ფოტოებმა დაიპყრო!

OK! ნანუკას დაუკავშირდა და მას დაწვრილებით გამოჰკითხა მომხდარის შესახებ: „სტადიონზე ერთი მამაკაცი მოვიდა და მობილურითა და ფოტოაპარატით გადაღებული კადრები გვაჩვენა. გვითხრა, რომ იტალიური არხის პროდუსერი იყო. შემდეგ გვახარა, ნაციონალურ არხზე სამჯერ აჩვენეს, როგორ გულშემატკივრობდით ბარსელონასო. მაშინ ჩვეულებრივად მივიღეთ. მატჩის დამთავრებისთანავე კი უამრავი ფოტო გამოგვიგზავნეს მსოფლიოს სხვადასხვა არხის მასალებიდან!

The Guardian-შიც დაგვბეჭდეს. გარდა ამისა, ესპანურ ონლაინ-გამოცემებშიც მოვხვდით. ეს კადრები ჰოლანდიის ნაციონალურ არხზეც გასულა. ფოტოები ბარსელონას ოფიციალურ გვერდზეც დაიდო…“

რაც შეეხება გამოხმაურებებს, ისინი, უმეტესწილად, დადებითი და სასიამოვნოა. გოგონებისათვის სათქმელ კომპლიმენტებს მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის წარმომადგენლები არ იშურებენ. OK!-სთან საუბრისას, ნანუკამ აღნიშნა, რომ პირად შეტყობინებებშიც მხოლოდ დადებითი შინაარსის მესიჯებს იღებს: „ის იტალიელი მწერდა, რამდენიმე საათში 10 000-მდე მოწონება დააგროვეთო! დიდად ვერც ვხვდები, რა იყო ამ ფოტოში ასეთი გასაოცარი! :) მეუბნებოდა, არა ერთი ადამიანი აღმოუჩენიათ მსგავსი შემთხვევებიდანო. ის, რომ ამ ამბავს ასე განსაკუთრებულად აღიქვამენ, ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო ფაქტია“.

ვიმედოვნოთ, რომ ეს ფოტო კიდევ ბევრ მნიშვნელოვან გამომცემლობასა და არხს მოივლის. OK! კი დებ გოგიჩაიშვილებს დიდ წარმატებებს უსურვებს.

 

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი