ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი მთელი კოლექტივის სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს. როგორც ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “რუსთავი 2” მოითხოვს აღნიშნული უწყებებიდან ახსნა-განმარტებას ტელეკომპანიის ირგვლივ დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებთან დაკავშირებით.

“ჩვენ გვინდა მთელი კოლექტივის სახელით მივმართოთ ხელისუფლებას, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სამწუხაროდ, აქამდე ჩვენთვის არავითარი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, რომ “რუსთავი 2″-ის ირგვლივ არის დამონტაჟებული ამდენი სათვალთვალო კამერა, გარდა ზოგადი განცხადებისა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროებაა. ეს არის მედია დაწესებულება. აქ შემომსვლე-გამსვლელთა დაცვის ინტერესი არის ძალიან მაღალი, რადგან აქ შესაძლებელია მიმდინარეობდეს იმგვარი შეხვედრები, რომელიც კონფიდენციალურობას საჭიროებს”, – განაცხდა გვარამიამ.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, “რუსთავი 2” დღეს თავისუფალ რეჟიმში ვერ მუშაობს.
“ჩვენ დღეს თავისუფლად ვერ ვმუშაობთ. ეს არ არის ჩვენთვის დაუძლეველი შეფერხება, თუმცა თუ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ ახსნა-განმარტებას, რა თქმა უნდა, შექმნილ ფონზე განსაკუთრებით ჩნდება იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად, ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხავად და შესაძლებელია მათზე ზეწოლის და ზეგავლენის მოსახდენად”, – განაცხადა გვარამიამ. “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვედრისკენ მოუწოდებენ.
“ამიტომ მოვუწოდებთ ორივე სამსახურს, თუნდაც არასაჯარო ვითარებაში, მოხდეს ახსნა-განმარტებების გაკეთება ჩვენი კომპანიისთვის. იმ შემთხვევაში თუ აქ მოსვლა არის პრობლემა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროსა თუ ადგილას გამოვცხადდეთ, არა მხოლოდ მე, არამედ ჟურნალისტებიც და მოვისმინოთ ის ახსნა-განმარტებები, რომელიც დაასაბუთებდა ლეგიტიმურობას აქ განხორციელებული ქმედებების. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღნიშნულ ქმედებებს ვიხილავთ როგორც უფლებამოსილების გადაჭარბებას და არალეგიტიმურ საქციელს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, რომელიც მიმართულია მედიის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენთან შესახვედრად”, – განაცხადა გვარამიამ.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი