ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / მშობლები / ნუ დაჯდებით ბავშვთან ერთად სასრიალოზე! – საგანგაშო სტატისტიკა

ნუ დაჯდებით ბავშვთან ერთად სასრიალოზე! – საგანგაშო სტატისტიკა

ხანდახან ისეც ხდება, რომ მშობლებს, უბრალოდ გასართობად ან ვითომდა პატარის დასაცავად, მოაფიქრდებათ ხოლმე მათთან ერთად სასრიალოდან ჩამოსრიალება. ექიმები აუცილებელ გაფრთხილებას გვაძლევენ – მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს კიბეებზე ასვლასა და სასრიალოზე ჩამოსრიალებაში, ოღონდ არა მასთან ერთად – არამედ მარტო.

ა.შ.შ.-ში 2002 წლიდან 2015 წლამდე 350 000 ბავშვი დაშავდა დედასთან ერთად ჩამოსრიალების დროს. უმრავლესობას ფეხების მოტეხილობა აღენიშნებოდა. ”ასეთი ტრავმა მარტომაც შეიძლება მიიღოს, მაგრამ მისი წონა ნაკლები სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას იძლევა, რაც ამცირებს რისკს. ასე რომ, ბავშვი რომც გამოედოს ნაპირებს, მოტეხილობით მაინც არ დასრულდება ეს შემთხვევა”, – ხსნის პედიატრიის აკადემიის წამყვანი მეცნიერი ჩარლზ ჯენისონი.
“უმრავლეს შემთხვევაში, რასაც ვაკვიკრდებოდი, მშობლები ვერც კი ხედავენ ვერანაირი ტრავმის საშიშროებას”, – ამბობს მკვლევარი.

ბავშვთა მოედნებზე არსებობს გარკვეული შეზღუდვები წონაზე. საქანელები და სასრიალოები გათვლილია პატარა ბავშვებზე. ასე რომ, უფროსი სჯობს დაეხმაროს პატარას ჩამოსრიალებაში ვიდრე თავად ისრიალოს ბავშვთან ერთად, რაც საკმაოდ რისკის შემცველია.

 

Check Also

1425029434_1384884413_1303536198_191539789_1-pictures-of-urban-rebounder

ბატუტები არც ისე უსაფრთხოა – საგანგაშო დასკვნა

ბატუტი ბოლო დროს ლამის ყველა გასართობი პარკის აუცილებელი ატრიბუტია, ბატუტით მხტომელებს შორის კი ყველა ასაკის ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი