ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / კრიმინალი / “ორი შვილის დედას მანიაკმა მისივე დანით ყელი გამოღადრა!” – შემზარავი მკვლელობის დეტალები

“ორი შვილის დედას მანიაკმა მისივე დანით ყელი გამოღადრა!” – შემზარავი მკვლელობის დეტალები

“კაცმა თვალსა და ხელშუა წამოავლო იქვე დადებულ ქაღალდის დანას ხელი და უბედურ ქალს ყელში გამოუსვა. ამ დანით ყვავილების მოსართავ ცელოფანებს ჭრიდნენ, საწყალი იქვე გარდაიცვალა”.

2 სექტემბერს, ხელვაჩაურის მკვიდრ დალი ფარტენაძეს საკუთარ მაღაზიაში, ყელი ქაღალდის საჭრელი დანით, ყელი გამოჭრეს. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულის მეუღლე აჭარის სუს-ის თანამშრომელია, თუმცა უკავშირდება თუ არა ხელვაჩაურის ცენტრში მომხდარი მკვლელობა ფარტენაძის მეუღლის თანამდებობას, ამაზე არავინ ლაპარაკობს.
დალი ფარტენაძის მკვლელმა იმავე დღეს კიდევ ერთი მამაკაცი დაჭრა. ალექსანდრე კობალაძეს თავის არეში დანით დაზიანებები მაშინ მიაყენა, როდისაც ის მომაკვდავი ქალის დახმარებას ცდილობდა. მკვლელობის უშუალო თვითმხილველი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. კობალაძეს რამდენიმე საათი ხელვაჩაურის პოლიციაში კითხავდნენ. დამნაშავე პოლიციამ მომხდარიდან ცოტა ხანში დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

რ.დ. ხელვაჩაურის მცხოვრები:
– ამ უბედურებამ მთელი ხელვაჩაური შოკში ჩააგდო, – როგორი საქმეა, ორი შვილის დედას ვიღაც მანიაკმა მისივე დანით ყელი გამოღადრა! მერე როგორ ადამიანს, უსაყვარლესი გოგო იყო დალი, ხალისიანი, სიკეთით სავსე, ულამაზესი… მკვლელმა ახალგაზრდა კაცსაც, რომელიც ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო, რამდენჯერმე დაარტყა დანა სახისა და კისრის არეში, კიდევ კარგი მისთვისაც ყელის გამოჭრა ვერ მოახერხა და კაცი გადარჩა. საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!

– გავრცელედა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლე პოლიციაში მუშაობდა და ეს პირადი ანგარიშსწორება იყო…
– ასეთი რა დანაშუალი უნდა ჰქონოდა პოლიციელს, რომ მკვლელს ეს ჩაედინა! მით უფრო, რომ ამ ქალის ქმარს მთელ ხელვაჩაურში ყველა პატივს სცემს. ულამაზესი ოჯახი ჰქონდათ… ეს უბედურება ასე მოხდა, – გარდაცვლილი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ერთი პატარა მაღაზიის მეპატრონე, სადაც  ერთ ქალთან ერთად მუშაობდა – სურსათსა და ყვავილებს ჰყიდდა. ამ საშინელ დღეს მაღაზიაში მარტო ვაჭრობდა და მანიაკიც სწორედ იმ დღეს მიადგა, – თურმე ეუბნებოდა, გინდა თუ არა, სურსათი ნისიად მომეციო.

– მანიაკი ახსენეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია?
– ეს მე ვამბობ ასე, რადგან სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, თორემ არც თუ ისე ურიგო სამსახურში მუშაობდა, – თურქულ კომპანიას დენის ახალი სადენები გაჰყავს და იქ იყო დასაქმებული.  თუმცა, როგორც გავიგე, ნასამართლევია, თან ამბობენ, რომ ადრე მიჩვეული იყო გამყიდველებისთვის ფულის შეწერვას. ეს რომ სურსათს ნისიად სთხოვდა, დალიმ მეორე გამყიდველს დაურეკა თურმე, – ასეა საქმე და ნისიად მივცე პროდუქტიო? იმან კი იქიდან უპასუხა, არავითარ შემთხვევაში, მაგას ისედაც ჩვენი ვალი აქვს და ჯერ ის გადაიხადოსო. ამაზე დაიწყო კამათი. ამ დროს მაღაზიაში ჩვენებური კაცი – ალექსანდრე კობალაძე შევიდა და მკვლელის დაწყნარება სცადა. ვინ იფიქრებდა ასეთ რამეს თუ ჩაიდენდა – კაცმა თვალსა და ხელშუა წამოავლო იქვე დადებულ ქაღალდის დანას ხელი და უბედურ ქალს ყელში გამოუსვა. ამ დანით ყვავილების მოსართავ ცელოფანებს ჭრიდნენ, საწყალი იქვე გარდაიცვალა.

– მკვლელმა შემოსწრებული კლიენტიც დაჭრა
?
– კი, ის დალის მიშველებას ცდილობდა, როდესაც მკვლელი შებრუნდა და სისხლიანი დანა მასაც დაუსვა სახეზე. კიდევ კარგი, მასაც ყელი არ გამოღადრა. მერე კი კაცის ყვირილზე იმ პირუტყვმა დანა დააგდო და გაიქცა. მაღაზიაში ხალხი შეცვივდა და ეს უბედურება ნახა. ქალს რაღა გადაარჩენდა, მაგრამ კლიენტი გადარჩა, საბედნიეროდ. არა ერთმა ვნახეთ მაღაზიიდან ვიღაც კაპიშონწამოხურული კაცი გიჟივით რომ გამოვარდა, მაგრამ რას ვიფიქრებდით ასეთი საშინელება თუ იყო დატრიალებული. მე არ დამინახავს, მაგრამ ამბობენ გარეთ 2 კაცი ელოდა და ერთად გაიქცნენო. ალბათ ამ არამზადას ძებნა დიდხანს მოუწევდათ, რადგან აქაური არ არის, – სამუშაოს გამო ბინა ჰქონდა დაქირავებული, ხელებდასისხლიანებული ამ ბინაში რომ შევარდა, ბინის პატრონი მიხვდა, რომ რაღაც საშინელება ჰქონდა დატრიალებული და პოლიციას დაურეკა. ახლა ძმაკაცებთან ერთად უკვე დაჭერილია.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი