ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / კრიმინალი / “პატარძალი უყვარდა და მის წამოსაყვანად მივიდა” – ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

“პატარძალი უყვარდა და მის წამოსაყვანად მივიდა” – ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ფონიჭალაში, ქორწილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.როგორც ცნობილია, 17 წლის ბიჭი გოგონას გამო მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს პატარძალი უყვარდა და ქორწილში მის წამოსაყვანად მივიდა.

ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ქორწილში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღით გულმ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასევე არასრულწლოვანია პატარძალიც. როგორც „ნიუპოსტს“ თვითმხილველმა განუცხადა, იგი ოჯახმა ძალდატანებით გაათხოვა.

“მოზარდი კლინიკაში ძმამ ხელში აყვანილი მოიყვანა. უკვე მკვდარი იყო. ძმა შველას ითხოვდა. ღრიალებდა, მიშველეთ ძმა მომიკვდაო. მთელი ფონიჭალა იქ შეიკრიბა. საშინელება ტრიალებდა”, – ამბობს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ ფონიჭალაში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ” შსს-ს მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მსგავსი მასალები:

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი