ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / პოლიციის ეჭვის საფუძველზე მოქალაქის ნარკოლოგიური შემოწმება იკრძალება

პოლიციის ეჭვის საფუძველზე მოქალაქის ნარკოლოგიური შემოწმება იკრძალება

პოლიციის ეჭვის საფუძველზე მოქალაქის ნარკოლოგიური შემოწმება შესაძლოა აიკრძალოს.

აღნიშნულ საკითხზე დღეს ჯანდაცვის კომიტეტში იმსჯელებენ. დეპუტატების ინფორმაციით, პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმად მხოლოდ პოლიციის ეჭვის საფუძველზე მოქალაქეების ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაყვანა მათი შემოწმების მიზნით აიკრძალება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, ცვლილებების აუცილებლობა ამ მხრივ არსებულმა სტატისტიკამ განაპირობა.

„მოქმედი კანონმდებლობით, თუ პოლიციელს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, მას შეუძლია მოქალაქე გადაიყვანოს ნარკო-ტესტირებაზე და ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. თუმცა სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ 70%-ში არ დასტურდება ნარკოტიკის მოხმარება. არ უნდა იყოს საკმარის მხოლოდ ეჭვი. ამასთან დაკავშირებით მთავრობა კომიტეტთან მუშაობს,“ – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი