ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / პროკურატურა ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავას დაჭრისა და მისი დეიდაშვილის რეზო კალომლეწავის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„შემოსული შეტყობინების საფუძველზე ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მოგვიანებით საქმე შემდგომი გამოძიებისათვის გადაიგზავნა ქ. თბილისის პროკურატრის საგამოძიებო ნაწილში.
შეტყობინების თანახმად, თბილისი-ტაბახმელის ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლნასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილ იქნა ლევან გვაზავა.
საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები-მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი