ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / მსოფლიო / რატომ ჰყავს ტიბეტელ ქალს ბევრი ქმარი?

რატომ ჰყავს ტიბეტელ ქალს ბევრი ქმარი?

ტიბეტში დრო თითქოს სხვანაირად მიდის, ზოგს ისიც ეჩვენება, რომ საერთოდ არ მიდის – ცამდე აღმართული მთების ძირში საკმაოდ მკაცრ პირობებში მცხოვრებ ხალხს, რომელთა ძირითადი რელიგია ბუდიზმია, საუკუნეების ტრადიციების დიდი ნაწილი შენარჩუნებული აქვს. 

საკმაო სიღარიბეში და არც ისე თავისუფალ გარემოში (ოფიციალურად ტიბეტი ჩინეთზეა დამოკიდებული) დაახლოებით 6 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ და ტიბეტის თვითმყოფადობის შენარჩუნებას წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციებისადმი ერთგულებით თუ ახერხებენ.

ყველაზე გახმაურებული და სხვა ქვეყნების მცხოვრებთათვის გასაოცარი ტრადიცია პოლიანდრიაა, როდესაც ერთ ქალს რამდენიმე ქმარი ჰყავს, თუმცა ეს სულაც არ აიხსნება ქალების კაცთმოყვარეობით ან ქალების დეფიციტით, არამედ ეკონომიკური მიზეზებით არის განპირობებული.

Rating

ღარიბ ოჯახებს უჭირთ რამდენიმე ქალის სათხოვნელად საზღაურის გადახდა გოგოს ოჯახისთვის, ამიტომ ერთი მოჰყავთ, უფროსი შვილისთვის, და ის ერთი ცოლი ხვდება დანარჩენ ძმებსაც. გარდა ამისა, როდესაც ცოლი ერთია, ოჯახიც ერთია და ძმებს შორის ქონების გაყოფის აუცილებლობაც აღარ ჩნდება.

ასეთ ოჯახებში მთავარი უფროსი ვაჟია, ის არის ოჯახის მემკვიდრეც, უმცროსი ძმები კი უბრალოდ უერთდებიან ამ ქორწინებას. ყველა ძმა ერთად უძღვება მეურნეობას, ცოლის სარეცელს კი მკაცრი რიგითობით სტუმრობენ და დანარჩენების გაფრთხილების ნიშნად, კართან თავიანთ ფეხსაცმელს ტოვებენ.

სხვათა შორის, ასეთ ოჯახებში რძალთან მამამთილის დაწოლაც მიღებულია. მამობის საკითხი ამგვარ ქორწინებებში ძალიან იშვიათად დგება. ყველა ბავშვს ჰყავს საერთო დედა, რომელიც მათ ზრდის და ყველა ბიჭს, როგორც მათ მამას, მომავალში საერთო ცოლი ეყოლება.

Rating

ტიბეტში ძალიან ბევრი ბუდისტი ბერია. მრავალქმრიანობამ და ბერების უბიწობის აღთქმამ შედეგად ის გამოიწვია, რომ გოგონებს შორის საშინელი კონკურენციაა და კიდევ – საკმაოდ ლმობიერი დამოკიდებულება აქვთ უკანონო ურთიერთობებისადმი.

თუ გაუთხოვარი გოგონა დაორსულდა, მომავალი ბავშვის მამა ვალდებულია, მის ოჯახში ბავშვის დაბადებამდე და მას მერე ორი კვირა იმუშაოს, რის შემდეგაც გოგოს მშობლები მას მადლობას უხდიან და უშვებენ, ახალშობილს კი ჩვეულებრივ ზრდიან.

Rating

ბევრ ახალგაზრდას ტიბეტში ყელზე აქვს დაკიდებული მონეტების სამკაული. თითოეული მონეტა საყვარლისგან მირთმეული ამურული საჩუქრის სიმბოლოა. თუ სამკაულში ცოტა მონეტაა, ე.ი. გოგონა არც ისე პოპულარულია მამაკაცებს შორის და გათხოვების შანსი ნაკლებად აქვს.

უცხოელთან რომანი ყველაზე ძვირად ფასობს და სამკაულებში მარჯნის ბურთულით აღინიშნება. ამიტომ, თუ გოგონას ყელზე რამდენიმე მარჯნის ბურთულა ჰკიდია, ის ერთ-ერთი შესაშური საპატარძლოა.

ყველაზე დიდი მხიარულება კი ტიბეტელებისთვის ქორწილია, რომელიც შეძლებისდაგვარად პომპეზურიც არის. იქ ბევრს სვამენ, განსაკუთრებით ლუდს, რომელსაც აყოლებენ მარცვლეულს და ტკბილეულს. სვამენ ქალებიც და ყველა ცდილობს, ამ დღეს მხიარულება არ მოიკლოს.

ჟურნალი ”რეიტინგი”

 

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი