ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სიახლეები / სხვადასხვა / “რაც ეს მთავრობა დადგა აღარავის ვახსოვართ” – გორის დაბომბვის დროს დაღუპული ქალბატონის დედა

“რაც ეს მთავრობა დადგა აღარავის ვახსოვართ” – გორის დაბომბვის დროს დაღუპული ქალბატონის დედა

ციცო ვაზაგაშვილი გორში “ვერხვების დასახლებაში” ცხოვრობს, მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე, იმ კორპუსის, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსული ავიაციის მიიერ იქნა დაბომბილი. რუსულ ჭურვებს ციცო ვაზაგაშვილის ახალგაზრდა შვილი ემსხვერპლა. 42 წლის მაია ვაზაგაშვილი დაბომბვის დროს მის მცირეწლოვან ვაჟს გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა, ის ადგილზე გარდაიცვალა. ფეხში დაიჭრა მისი ვაჟიც, თუმცა რამდენიმე ოპერაციის გაკეთების შემდეგ ვაჟიკო ვაზაგაშვილმა პრობლემა დაძლია და გადაადგილებაც აღარ უჭირს.

ომის შემდეგ შვიდმა წელმა განვლო, ციცო ვაზაგაშვილი კი ყოველ დღე აივნიდან იმ ადგილს გადმოყურებს სადაც მისი შვილი დაიღუპა. ჰგონია, რომ სადღაც იქვე მაიას სულია და არსად არ მიდის.

ომისგან გამოწვეულ ტკივილს ვაზაგაშვილების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს, ციცო ვაზაგაშვილი “ნიუპოსტთან” საუბრისას ამბობს, რომ უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება. ვაჟიკოს უკვე ცოლ-შვილიც ჰყავს, თუმცა სამსახურის შოვნას ვერ ახერხებს, მათი ერთადერთი შემოსავალი 150 ლარიანი პენსიაა. სოციალური დახმარება ცოტა ხნის წინ მოუხსნეს, უთხრეს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა თანამედროვეა და ამ პირობებში მცხოვრებლებს შემწეობას არ აძლევენ.

ცოტა ხნის წინ გორის მერიაშიც იყო მისული, ქალაქის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდა, რომელსაც შვილიშვილის დასაქმება სთხოვა, თუმცა ამაოდ.

“მთავრობა ახლა არაფერში აღარ გვეხმარება, რამდენჯერმე ვიყავი მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან. ჩემი შვილიშვილისთვის სამსახური ვთხოვე, 20 წლის არის, ცოლ-შვილი ჰყავს, ჩემი პენსიით ვინახავ. ჯირკველიშვილმა მითხრა, მე სამუშაოზე ვერ მოვაწყობ დამიჭერენო. რათ დაგიჭერენმეთქი? ქრთამს გაძლევთქო? იმიტომ, რომ კონკურსში ვერ გაიმარჯვაო. რამე ისეთი სამსახურის შოვნაში დამეხმარე, რასაც კონკურსი არ ჭირდება, პურის ფული მაინც შემოიტანოს სახლში-თქო, მაგრამ ისეთი ცუდათ მოგვექცა, ვაჟიკომ მითხრა ბებო წავიდეთო. აბსოლიტურად ეს მთავრობა არავის არაფერში არ გვეხმარება, სულ ყველა ემდურის. მარტო თავისიანები ჰყავთ სამუშაოზე და ისე გაფორმებულებიც” – ამბობს ციცო ვაზაგაშვილი და კიდევ ერთი პრობლემის შსახებ გვიყვება:

“უმაღლესში ჩაბარებული აქვს ჩემს შვილიშვილს, მაგრამ გადავადებული აქვს. გადასახადს ვერ ვიხდით, 2250 ლარია გადასახდელი გორის უნივერსიტეტში სწავლობს. პენსიაც რომ იყოს მაგდენი მივცემდი, მაგრამ როგორ? რა ვჭამოთ? ძალიან გაჭირდა ცხოვრება, იქნებ დაგვეხმარეოს ვინმე. მე ვერ ვიტყვი მიშამ დაიწყო ომი თუ პუტინმა, უფლის მეტმა არავინ იცის, მაგრამ, რომ მივდიდოდი წინა მთავრობასთან მაინც რაღაცას გვეხმარებოდნენ, ვერ ვიტყვი, რომ არ გვეხმარებოდნენ. გამგეობაში როგორც შვილ მკვდარი დედა, მიღებითაც კარგად მიღებდნენ და რაღაცასაც რომ სთხოვდი გაგიკეთებდნენ. ეხლა კი რაც ეს მთავრობა დადგა აღარავის ვახსოვართ. მარტო ჩემი პენსიით რა გავაკეთო? “-ამბობს ცოცო ვაზაგაშვილი რომელსაც იმედი აქვს, რომ მისი პრობლემის შესახებ “ნიუპოსტის” მკითხველებიდან ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება რომელიც მისი პრობლემების მცირედით მაინც შემსუბუქებას შეძლებს.

წყარო : http://newposts.ge/

Check Also

219571

ჭორების გასაქარწყლებლად ფეხმძიმე კარდაშიანმა „სელფი“ სრულიად შიშველმა გადაიღო

ფეხმძიმე კიმ კარდაშიანმა სელფი სრულიად შიშველმა გადაიღო. ფოტოს ბრიტანული Daily Mail ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი