ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / განათლება / რა ბედი ეწევეთ ბაღის გარეშე დარჩენილ აღსაზრდელებს

რა ბედი ეწევეთ ბაღის გარეშე დარჩენილ აღსაზრდელებს

ბევრი მშობელი წუხს იმის გამო, რომ ბაგა-ბაღებში შვილის შეყვანას ვერ ახერხებს.
ივლისში ყველა მათგანი ჩასაფრებული იყო და გაფაციცებით ელოდა, როდის გამოაცხადებდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რეგისტრაციის დღეს, რომ შვილის დარეგისტრირება მოეხერხებინა. როგორც სააგენტოში ამბობენ, ზუსტად 15 წუთში შეივსო ყველა ვაკანსია და ადგილების სიმცირის გამო, ბევრი ბავშვი წელსაც ბაღის გარეშე დარჩა, რამაც, ბუნებრივია, მშობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.

თემურ თორდინავა, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი:
-რამდენი ბავშვი დარჩა ბაგა-ბაღის გარეშე, ზუსტი ციფრი სექტემბრის შუა რიცხვებში გვეცოდინება. შარშან 10 000-მდე აღსაზრდელი დარჩა გარეთ. ვგულისხმობ მათ, ვინც მიმართა სააგენტოს და ვერ დაკმაყოფილდა. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალ ადმინისტრაციას სისტემური პრობლემები დაგვხვდა და მოსვლისთანავე ამის მოგვარება დავიწყეთ, მაგრამ ეს პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ის, რომ წინა წლებში 50-მდე ბაგა-ბაღი დაიხურა, ზუსტად იმ უბნებში და იმ რაიონებში, სადაც დღეს მწვავე დეფიციტია. პირველ რიგში მოქმედ საბავშვო ბაღებში მოვიძიეთ გაურემონტებელი ტერიტორიები. გარემონტდა ოთახები და ამ გზით შარშანდლის შემდეგ 60 ახალი ჯგუფის შექმნა შევძელით, სადაც 3 500-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. გარდა ამისა, დავიწყეთ ახალი ბაღების მშენებლობა, პარალელურად დახურული ბაღების აღდგენის პროცესიც დაწყებულია.

-ვის საკუთრებაშია ყოფილი ბაგა-ბაღები?

-ძირითადად, დევნილები და სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ. დევნილთა სამინისტროსა და თბილისის მერიასთან ერთად ხდება ამ შენობების ნაწილიდან მათი გაყვანა და ეს ბაღები ჩვენ დაგვიბრუნდება. მიმდინარე წლის ბოლომდე 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდება თბილისში და იქ შევძლებთ 1 600-მდე აღსაზრდელის მიღებას. გარდა ამისა, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები მოქმედი ბაგა-ბაღების ტერიტორიებზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეტაპობრივად შევძლებთ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრას. კიდევ ერთხელ გეტყვით: რომ არ დახურულიყო 50-მდე ბაღი წინა ხელისუფლების დროს, ეს პრობლემა დღეს არ იქნებოდა.

-წინა ხელისუფლება დიდი ხანია, წავიდა. ახალმა ხელისუფლებამ ამდენი წელი რატომ ვერ გადაჭრა ეს პრობლემა?

-ასე მარტივად არ არის საქმე. ეს შენობები რომ დაიბრუნო, მაშინ უნდა დააკმაყოფილო ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს. ეტაპობრივად ხდება მათი გაყვანა. მოგეხსენებათ, კომპიუტერით ხდება ბავშვების რეგისტრაცია. წელს ტექნიკურად გამართული იყო ეს პროცესი. მცირე ხარვეზით ჩაიარა რეგისტრაციამ. პრობლემა მხოლოდ ადგილების უქონლობის გამო იყო. პირველი ეტაპი იყო სოციალურად დაუცველებისთვის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, იმათთვის, ვისი და-ძმებიც დადიოდნენ ბაღებში, ხოლო დანარჩენი ვაკანსია ზუსტად 15 წუთში შეივსო. ახლა მიღების პროცესი ისევ გრძელდება. ბაგა-ბაღებში სათათბიროები წყვეტენ დამატებითი ბავშვების მიღებას.

-ბაღის გამგეებს შეუძლიათ, უპრობლემოდ მიიღონ ბავშვები?

-ბაღებში არის სპეციალური კომისია, რომელშიც მშობლებიც არიან გაწევრებული და ერთობლივად იხილავენ შემოსულ განცხადებებს. რა რესურსი აქვს ბაღს, იმის მიხედვით ხდება აღსაზრდელის მიღება.

-თითო ჯგუფში რამდენი ბავშვია დღეს? მშობლები იმასაც წუხან, რომ გადატვირთულია ჯგუფები.

-გადატვირთულობის პრობლემა ნამდვილად არის. სტრატეგიით განსაზღვრულია, ბაგის ჯგუფში, ანუ 3 წლამდე ასაკის 25 ბავშვი იყოს, ხოლო 3-დან 6-წლამდელ ბავშვებში, ჯგუფში 35 აღსაზრდელი, თუმცა რეალობა სხვაგვარია: ბაგაში გვყავს 30 ბავშვიც, ხოლო ბაღებში-35-40 აღსაზრდელი. ეს საკითხიც უნდა მოგვარდეს, ამიტომ ვაშენებთ ახალ ბაღებს და ვამატებთ ჯგუფებს.


-ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ბაგა-ბა¬ღების ხელმძღვანელებს მიეცათ უფლება, დამატებით აიყვანონ ბავშვები, გაჩნდა კორუფცია. თუ გამოავლინეთ მსგავსი ფაქტები და თუ დაისაჯა კონკრეტული პირები?

-კორუფციის შემთხვევები არ გამოგვივლენია. არ ვიცი, წინა წლებში რა ხდებოდა, მაგრამ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მსგავი ფაქტი არ ყოფილა. ჩვენთან მონიტორინგის სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

-რამდენი ბაღი უნდა აშენდეს, რომ დეფიციტი აღარ იყოს?

-წლიდან წლამდე საბედნიეროდ, შობადობაც იზრდება. ვცდილობთ, აღარ იყოს დეფიციტი და გავზარდოთ ბაღების რაოდენობა, თუმცა, ამას სჭირდება დრო და საზოგადოება ამას ნელ-ნელა დაინახავს. ბატონი დავით ნარმანიას ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. წარმოიდგინეთ, ახალი ბაღების უმრავლესობას ღობეებიც კი არ ჰქონდა. 70 ბაღს ღობე გაუკეთდა, ასევე, 155 ბაღში გაკეთდა ცენტრალური გათბობა და ბევრი საკითხი მოგვარდება მომავალშიც.

-შარშან ხშირად გაკრიტიკებდნენ კვების გამოც, ამბობდნენ, რომ უხარისხო პროდუქტი შედიოდა. ამ საკითხის მოსაგვარებლად რა კეთდება?

-შესყიდვის მიმართულებით იყო პრობლემები. გამოვაცხადეთ ერთობლივი ტენდერები რაიონების, უბნების მიხედვითაც, რაც უზრუნველყოფს კონკურენციის პირობების გაზრდას. ეს მეტად მნიშვნელოვანია. სააგენტოსთან ერთად ბაღების ხელმძღვანელებიც ჩართულები არიან ამ პროცესში. მაქსიმალურად კონტროლდება ხარისხი. პროცესი გამჭვირვალეა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაეცნოს.

-6 წლამდე ასაკის ბევრი ბავშვი სკოლაში ვერ მიდის. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლებში გამოყვეს ასეთი ბავშვებისთვის ოთახები. ამ კუთხით რა ხდება?

-სასკოლო მზადყოფნის პროგრამის გავლის მსურველთა აღრიცხვა მოხდა. ბავშვები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის I კლასში, წელს პირველად გაივლიან სასკოლო მზადყოფნის პროგრამას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით მომზადდა. პროგრამის შინაარსი შეესაბამება ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს. ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა, ჰქონდეს თვითგამოხატვის, შეცდომის დაშვებისა და გამოსწორების, შეკითხვების დასმისა და მსჯელობის საშუალება და სხვ. პროგრამის ძირითადი მეთოდია თამაშით სწავლება. სასკოლო მზადყოფნის პროგრამის გავლის მსურველთა აღრიცხვა ხდება რაიონული პრინციპით, რომლის მიზანია, განისაზღვროს იმ აღსაზრდელების რაოდენობა, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში და დაბადებულები არიან 2009 წლის 14 სექტემბრიდან 2010 წლის 12 სექტემბრის (ჩათვლით) პერიოდში და სასკოლო მზადყოფნის პროგრამას გაივლიან განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებში. სკოლებში გამოყოფილია მათთვის ტერიტორიები. ამჟამად 16 000-მდე ბავშვი გვყავს, რომელსაც მომდევნო წელს უწევს სკოლა. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ჩვენს სისტემაში არიან.

-შარშან სულ რამდენი აღსაზრდელი გყავდათ?

-ივნისის ბოლოს 53 500 ბავშვი გვყავდა სისტემაში. ვგეგმავთ, ეს ციფრი გაიზარდოს. შარშან, წლის დასაწყისში უფრო ნაკლები იყო, მაგრამ ეტაპობრივად გავზარდეთ მონაცემები. ახალი ბაღები შევა ექსპლუატაციაში და ვაკანსიები ისევ გვექნება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მოთხოვნას სრულად დავაკმაყოფილებთ მომდევნო წელს. ძალიან კარგად მესმის მშობლების და მინდა მათ ვუთხრა, რომ ადგილების სიმცირის პრობლემებს ეტაპობრივად გადავჭრით, მაგრამ ყველა აღსაზრდელის მუნიციპალური საბავშვო ბაღებით დაკმაყოფილებას ვერ შევძლებთ. ამას რომ მივაღწიოთ, გარკვეული დრო დაგვჭირდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და ხარისხი და სერ-ვისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს. 2015 წლის ბოლოს 4 ახალი ბაღი დასრულდება და დამატებით 1 600 აღსაზრდელს მივიღებთ. მოსკოვის პროსპექტზე შენდება ახალი ბაღი, რომელიც სექტემბერში სრულ-დება და ის 500 აღსაზრდელზეა გათვლილი. -რა ჯდება ერთი ბავშვის კვება? -წელიწადში ერთ ბავშვზე გამოყოფილია 1.200 ლარი. დღეში -5 ლარამდე. ამაში შედის პედა-გოგის ხელფასიც, კვებაც და სხვა საჭიროებებიც. -საზაფხულო ბაგა-ბაღებიც ფუნქციონირებს, არის მოთხოვნა? -თბილისში 1-ელ ივლისს 25 მუნიციპალური საზაფხულო ბაგა-ბაღი გაიხსნა. საზაფხუ-ლო ბაღები იმ ბავშვებისთვის ფუნქციონირებს, რომელთა მშ-ობლებიც ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. საზაფხუ-ლო ბაგა-ბაღები ადგილმდებარეო-ბის, შენობისა და კეთილმოწყობი-ლი ეზოს გათვალისწინებით შეირჩა და თბილისის ყველა რაიონში ფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღებში ბავშვებს განსხვავებული დღის რეჟიმი და მენიუ აქვთ, მათი კვების რაციონი ხილის, ბოსტ-ნეულისა და რძის პროდუქტებითაა დატვირთული. ჩვენ ყველა მსურვ-ელის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ამ ეტაპზე 9 500-მდე აღსაზ-რდელია დარეგისტრირებული. ბავშვები ძირითადად სახალისო აქტივობებით არიან დაკავებულები და დღის უმეტეს ნაწილს ეზოში ატარებენ. შუადღეს, როდესაც ძალიან ცხელა, პატარები იძინებენ, დიდი ასაკის ჯგუფის ბავშვები კი სპეციალურად მოწყობილ დარბა-ზში მულტიპლიკაციურ ფილმებს უყურებენ. 31 ივლისს დასრულდა საზაფხულო ბაგა-ბაღში სააღმზ-რდელო პროცესი. მშობლები და ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან. უდავოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მის ყოველწლიურ განხორციელებას, რათა დაინტერესებულ თანამოქა-ლაქეებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი და შევთავაზოთ კომფორტული მომსახურება.

ხათუნა ჩიგოგიძე

წყარო : ჟურნალი ”გზა”

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი