ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სილამაზე & ჯანმრთელობა / დიეტა / რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მადა დაკარგოთ?

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მადა დაკარგოთ?

სიმსუქნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელს მსოფლიოში…

სწრაფი კვების ობიექტების მომრავლებამ, ფიზიკური აქტივობის მინიმალიზაციამ და კიდევ სხვა მრავალმა ფაქტორმა გამოწივია ის, რომ ზედმეტი წონა გახდა ყოველი მესამე ადამიანის პრობლემა, პლანეტა დედამიწაზე. ყველაზე მთავარი ფაქტორი, მაინც შეუკავებლობა და სურვლის არ ქონაა ებრძლო შიმშილს. აქედან გამომდინარე, კითხვა, თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ მადა დაკარგოთ, დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.

წყალი ყველაფრის მკურნალია

სწორედ წყალი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მადის შემცირება, გაქრობაში.

იმისათვის, რომ შემცირდეს სადილის ულუფა, საკმარისია ერთი ჭიქა წყალი დალიოთ 15 წუთით ადრე საკვების მიღებამდე. ამ გზით, თქვენი კუჭი ნაწილობრივ უკვე სავსე იქნება, მიღებული საკვების რაოდენობა კი შემცდირდება. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ წყალი ტრაპეზის დროს, რადგან ის გაზავდება კუჭის წვენთან და საჭმლის მონელება გაუარესდება.

ზოგჯერ თქვენ გგონიათ, რომ გშიათ, სინამდვილეში, ეს მხოლოდ წყურვილია. ამიტომ, თუ საკვების მიღების შემდეგ მალევე მოისურვებთ ისევ მიირთვათ, უბრალოდ დალიეთ წყალი. ეს ერთადერთი რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რომ მადა დაკარგოთ.

შეამცირეთ ულუფა

რა უნდა გააკეთოთ , რომ მადა დაკარგოთ? უნდა ჭამოთ, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდით. პორცია თანდათან უნდა შეამციროთ.

თქვენ შეგიძლიათ ხშირათ წაიხემსოთ, თუმცა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ნაკლები რაოდენობით. უმჯობესია 4-ჯერ ჭამოთ ცოტ-ცოტა, ვიდრე ერთ ჭამაზე 4-ჯერ მეტი ულუფა. ასეთი რაციონი შეამცირებს კუჭის მოცულობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თანდათან მუდმივი ან ხშირი შიმშილის გრძნობა გაქრება.

კვების პროცესში მონაწილეობს არა მხოლოდ კუჭი, არამედ ტვინიც, რომელიც ჭამის დაწყებიდან 30 წუთში, ატყობინებს მთელ ორგანიზმს დანაყრებაზე. ამიტომ თუ თითოეულ ლუკმას დაღეჭავთ რაც შეიძლება ნელა, მაშინ ამ დროში შეჭამთ უფრო ნაკლებს, ვიდრე ეს ხდებოდა ადრე, ამასთან, კარგად დაღეჭილი საკვები ადვილად გადამუშავდება.

აუცილებლად ისაუზმეთ, ეს თავიდან აგაცილებთ დღის განმავლობაში კაფეში შესვლას. თუ ფიზიკურად ვერ ახერხებთ დილით ჭამას, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ და ჯანსაღ საკვებს, როგორებიცაა:

ხილი;
ხლებცი;
იოგურტი;
ხაჭო;
მწვანე ჩაი;
შვრიის ფანტელი;

ისინი მოგცემენ ძალას და ენერგიას შუადღემდე.

განაახლეთ თქვენი კვების რაციონისცადეთ მძიმე, ცხიმიანი საკვები ჩაანაცვლოთ სალათითა და ხილით. ეს პროდუქტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჭმლის მონელებას, დაარეგულირებს და ხელს შეუწყობს კუჭის სათანადო მუშაობს. მითუმეტეს, რომ ცელულოზა, რომელსაც შეიცავს ასეთი პროდუქტები დიდხანს გადამუშავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გვიან მოგშივდებათ.

თაკო ცილიკიშვილი

წყარო: www.Lady.Mcvane.Ge

 

Check Also

1402924590329618

კბილის დაბჟენა ბურღის გარეშე! – გადატრიალება სტომატოლოგიაში

ერთ-ერთი ყველზე მძიმე ხმა, რომლის ატანაც ყოველ ჩვენგან წელიწადში ერთხელ მაინც უწევს სტომატოლოგთან ვიზიტის დროს. ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი