ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ზოდიაქო / როგორი სიბერე გელით ზოდიაქოს თანახმად?

როგორი სიბერე გელით ზოდიაქოს თანახმად?

ვერძი ამჯობინებს იგნორირება გაუკეთოს საკუთარ ასაკს. ისინი ცხოვრობენ ერთი დღით და არ ფიქრობენ რა იქნება ხვალ. შინაგანი მხიარულება ხელს უწყობს მათ, შეინარჩუნონ ახალგაზდრდული ენერგია ღრმა მოხუცებულობისასაც კი – 60 წლის ვერძი შეიძლება მოტოციკლზეც კი იხილოთ.

კუროს უზომოდ უყვარს გემრიელად ჭამა და ასაკის მატებასთან ერთად ხშირად ჭარბი წონა აწუხებს. ჯიუტი კუროები წლების შემდეგ უფრო ნაკლებენერგიულები ხდებიან – ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. მიუხედავად ამისა, ისინი საკმაოდ გამძლენი არიან სიბერეში და თუნდაც ავადმყოფობები აწუხებდნენ, დიდხანს ცოცხლობენ.

ტყუპები ახალგაზრდობაშივე მიზანდასახულები არიან და მუდმივად წინ მიდიან, ასაკის მომატების შემდეგაც. ხანშიშეული ტყპებიც კი არ მოვლენ სახლში ადრე სამსახურიდან. მათ ვერ ნახავთ დაღლილებს და ბუხართან წამოგორებულებს. მათი წარმატება კარიერაში პენსიის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს.

კირჩხიბი ასაკში ორი სახის შეიძლება შეგვხვდეს – ერთი, რომელიც არასდროს გაიზრდება და ის, ვინც დედა ტერეზასავით ზრუნავს გარშემო მყოფებზე. განსხვავების მიუხედავად კირჩხიბები ითხოვენ, რომ ყველამ „პატივი სცეს მათ ჭაღარას“. კირჩხიბები კლასიკური, თბილი ბებია-ბაბუები არიან.

ლომები თავისი ბუნებით თავდაჭერილები არიან და წლების მატებასთან ერთად ეს უფრო აშკარად გამოხატული იქნება. სიბერეში ლომები მშვიდი, დიდებული, გამოცდილი პიროვნებები არიან. მათ უფრო და უფრო ხიბლავთ საყოველთაო პატივისცემა, თაყვანისცემაც კი. მათ სურთ, რომ ახალგაზრდებმა მიბაძონ და სწორედ ამ მიზნით ცდილობენ ლომები ცხოვრებაში მთავარი სასიცოცხლო მიზნების მიღწევას და რაც შეიძლება ადრეულ ასაკში.

ქალწული ასაკის მატებასთან ერთად გარემოსა და მიმდინარე მოვლენებს უფრო და უფრო ნეგატიურად აღიქვამს და ზედმეტად კრიტიკული ხდება. მას უყვარს ასაკის მიუხედავად მუდმივად ფორმაში ყოფნა, ზედმეტ ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობას, ინტელექტუალურ სრულყოფას, ამიტომ სიბერეს ჩამოყალიბებულ ჯენტლმენებად და ქალბატონებად ხვდებიან – არიან მკაცრები, მაგრამ ძალიან ჭკვიანები.

სასწორს ყოველთვის აწუხებს გარეგნობა, ამიტომაც ის ყოველმხრივ ცდილობს შეაჩერონ ნაოჭებისა და სიბერის სხვა ნიშნების გამოჩენა სახესა და სხეულზე. მათ ეს შესანიშნავად გამოსდით, ისევე, როგორც ახალგაზრდული სულისკვეთებიც შენარჩუნებაც – ოთხმოცი წლის სასწორზეც კი ვერ იტყვი, რომ ის ორმოცს გადასცილდა.

მორიელები სიბერეში დიდებულები და მოწესრიგებულები ხდებიან. ისინი საკუთარ თავს ფილოსოფოსებად წარმოიდგენენ, რომელთაც დიდი ცოდნა დააგროვეს წლების მანძილზე. სინამდვილეშიც ასეა – ხანშშესული მორიელები ძალიან იციკლებიან თავის შეხედულებებში და მიზნებში და ხშირად ძალიან ჯიუტებიც ხდებიან ამის გამო.

მშვილდოსანი ვერძივით არ ფიქრობს, რომ ოდესმე დაბერდება, ზოგჯერ ისე მტკიცედაა ამაში დარწმუნებული, რომ ეს იდეა-ფიქსად ექცევა – ისინი მუდმივად აწუხებენ ახლობლებს კითხვებით, ეტყობათ თუ არა ასაკი, მუდმივად სურთ რომ ახალგაზრდული გარეგნობის გამო კომპლიმენტები მიიღონ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ ეს კომპლიმენტები, როგორც წესი შეესაბამებათ. ისინი ბუნებრივად, ყოველგვარი ზედმეტი მოვლის გარეშე, ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ სექსუალურობასა და მიმზიდველობას.

თხის რქა არის ნიშანი, რომელიც მეტწილად სწორედ დროსთან ასოცირდება. მაგრამ გასაოცარია, მათთვის დრო თითქოს უკან მიდის – თქის რქები იბადებიან „პატარა ბებრებად“, სერიოზულ, დაფიქრებულ ბრძენ ადამიანებად, მაგრამ ასაკთან ერთად მათში იზრდება ექსცენტრიულობა, ბავშვობა და ასაკში ისინი ბავშვებივით იქცევიან.

მერწყულები ძალიან გვანან თხისრქებს, არცაა გასაკვირი, ორივეს სატურნი მართავს და ასაკში ისინიც ბავშდებიან, ამასთან სრულადაც არ დაგიდევენ. რას ფიქრობენ მათზე სხვები და ოთხმოცი წლის ასაკშიც იქცევიან ისე, როგორც მოეპრიანებათ.
თევზებს სიბერის პანიკური შიში აქვთ, მუდმივად ფიქრობენ იმაზე, რაც ვერ გააკეთეს, ვერ ნახეს, ვერ შეასრულეს. მუდმივად ცდილობენ ერთგვარად შეაჯამონ და ანალიზი გაუკეთონ განვლილ ეტაპებს, დაითვალონ დანაზოგი, დააბალანსონ ყველაფერი. არადა, რაც ნაკლებს ინერვიულებენ ისინი ამაზე, მით უფრო ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრება ელით ასაკში, წლების ხანგრძლივობის ჩათვლითაც. ასაკის მტავარი მაჩვენბებელი ხომ შფოთიანობაა.

Check Also

horoskopi-600x580

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მწერლებისა და მხატვრებისთვის. დახმარებისთვის ნათესავებს მიმართეთ. საღამო მეგობრებთან ერთად ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი