ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ზოდიაქო / როგორ ამოვიცნოთ აფერისტი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორ ამოვიცნოთ აფერისტი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

 

ძალიან ბევრი ქალის ცხოვრებაში დგება დილემა – ეჭვი შეეპაროს თუ არა საყვარელი მამაკაცის ერთგულებაში. თავად ღალატის ფაქტს, როგორც ასეთს ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის ინდივიდუალური მიზეზები აქვს და ხშირად, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ქალებიც არიან დამნაშავე იმაში, რომ მათი მამაკაცი სხვისკენ “აპარებს თვალს”… თუმცა, დღეს ამ თემას არ გავშლით და მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ ამოვიცნოთ მოღალატე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი – უხალისოდ და არცთუ ოსტატურად ღალატობს. იშვიათად მალავს საკუთარ თავგადასავლებს, თანაც თუკი სხვა შეუყვარდა, ქალთან, რომელიც აღარ უყვარს ერთი წამით არ გაჩერდება. გღალატობთ, თუკი მოულოდნელად უჩვეულოდ მშვიდი, დამყოლი და ლოიალური გახდა თქვენთან ურთიერთობაში და ცდილობს მეგობრულად გეკონტაქტოთ.

კუროს ძნელად ეხერხება ღალატი, არა იმიტომ რომ ტემპერამენტი არ უწყობს ხელს (ეს მამრები მორიელებსაც კი აცილებენ სექსუალური აქტივობის მხრივ), უბრალოდ მას შეჩვეული სიტუაციები ურჩევნია. გღალატობთ, თუკი თქვენ მომზადებულ კერძებს აღარ მიირთმევს და ზოგადად, იშვიათად ბუზღუნებს თუკი სახლში დროზე არ დახვდა მომზადებული ვახშამი.

ტყუპი ფიზიკურად იშვიათად ღალატობს ქალს. თუმცა თუკი მოსაწყენი, პრეტენზიული და ერთფეროვანი გახდით მენტალურადაც და ფიზიკურადაც ეცდება სხვაზე გადაერთოს გულის გადასაყოლებლად. გღალატობთ, თუკი თქვენთან ერთად აღარ მასლაათობს საათობით სხვადასხვა თემაზე. იშვიათად გირეკავთ და გწერთ.

კირჩხიბი ყველაზე კარგად ახერხებს ღალატს “შენიღბული ფორმით”. მისთვის მნიშვნელოვანია ოჯახი და იშვიათად ანგრევს მას. გღალატობთ, თუკი სანიმუშოდ იქცევა, აღარ გებუზღუნებათ საათობით და ცდილობს ყველა პრობლემა მოგიგვაროთ რაც გაქვთ ან არ გაქვთ.

ლომს თავმოყვარეობა ელახება, თუკი მას ნაკლებ ყურადღებას აქცევს მეორე ნახევარი, თუნდაც ამ უყურადღებობის მიზეზი ბავშვები იყოს. ხმაურიანად და დემონსტრაციულად გიღალატებთ ისე, რომ ჯერ დაგიანონსებთ ამას. ასე რომ, იყავით ფრთხილად და მეტი სითბო გამოავლინეთ მასთან.

ქალწულის ნიშნით დაბადებული მამრები ერთ-ერთ სანიმუშო და ერთგული ქმრების კატეგორიას

განეკუთვნებიან. თუ მაინც გღალატობთ, ე.ი. ძალიან მოაბეზრეთ თავი ქაოსური და უპრინციპო საქციელით. გღალატობთ, თუკი უჩვეულოდ მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო გახდა – ის უბედურია ამით.

სასწორის ნიშნით დაბადებულ მამაკაცს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ფლირტის “მამა”. თუმცა, ფიზიკურ ღალატზე მხოლოდ მაშინ მიდის, როცა ცოლი აუტანლად მომთხოვნი, აგრესიული და ეჭვიანია. გღალატობთ, თუკი უცებ მისი გალანტურობა უხეში საქციელით და ბილწსიტყვაობით იცვლება.

მორიელს უზომოდ დიდი სექსუალური ტემპერამენტი გააჩნია, თუმცა ღალატით მხოლოდ მაშინ ღალატობს, როცა პარტნიორის ემოციების გამოცდა სურს ან ამ უკანასკნელის სამაგლითოდ დასჯა. გღალატობთ, თუკი მოულოდნელად მისმა ეჭვიანობამ იკლო და საეჭვოდ ლიბერალური გახდა.

მშვილდოსანი ბუნებით პოლიგამიური მამრია, მისთვის ფლირტი ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა მეუღლე თუ სცნებს არ უწყობს, ნაკლებად გააგრძელებს ცელქობას დიდხანს. გღალატობთ, თუკი მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ სანიმუშოდ მშრომელი გახდა და სამსახურის საქმეებს ზედმეტად დიდ დროს უთმობს.

თხის რქა ერთ-ერთი ერთგული და საიმედო მამაკაცია. თუმცა, როცა სიტუაცია ოჯახში ქაოსურია, ისიც მიდის ღალატზე. ზოგჯერ ის “იმიჯის” გამოც ღალატობს მაშინ, როცა მაღალ თანამდებობაზეა. იშვიათად გაიგებთ მის ღალატს, თუმცა უნდა იცოდეთ, როცა საეჭვოდ ყურადღებიანი და გულუხვი ხდება, სწორედ მაშინ “ცელქობს” სადღაც.

მერწყულის ღალატი იშვიათად გამოიხატება ფიზიკურად. ამასთან ერთად, მისი ფლირტის ამბებსაც ნაკლებად გამოიძიებთ, თუ მაინც შეეცდებით, ისე აგირევთ დავთრებს, თავად ვერ გაიგებთ თავს და ბოლოს. გღალატობთ მაშინ, როცა საეჭვოდ მოწესრიგებული და ყურადღებიანი ხდება.

თევზები ძირითადად “ხათრის გამო” ღალატობენ ცოლებს. მათ უჭირთ ქალებთან მეგობრობაზე უარის თქმა, ამიტომ ხშირად თავისთავად ხდებიან მანიპულატორი სუსტი სქესის წარმომადგენელთა მსხვერპლი. გღალატობთ თუკი ხშირად გიყვებათ რომელიმე მისი “მეგობრის” ან თანამშრომლის ბედზე, გული შესტკივა მასზე და ცდილობს თქვენც განგაწყოთ ამ უკანასკნელის მიმართ თანაგრძნობით… იცოდეთ, ზუსტად ეს “ვიღაც” არის თქვენი მეტოქე.

წყარო : astrologi.ge

Check Also

5213046warmateba

ისინი, ვინც არ დანებდნენ – ცნობილი ადამიანების უცნობი წარუმატებლობები

ჯოან როულინგი 1994 წელს, მისი პირველი წიგნის – ჰარი პოტერის გამოსვლამდე სამი წლით ადრე, იგი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი