ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სილამაზე & ჯანმრთელობა / დიეტა / როგორ დავიპატარაოთ მუცელი საღამომდე?

როგორ დავიპატარაოთ მუცელი საღამომდე?


მუცელი – ბევრი ადამიანისთვის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილია. თუმცა ხშირად დიდი მუცელი არა მხოლოდ ცხიმის მარაგის ბრალია. გაზების დაგროვებით გამოწვეული შებერილობაც წელის გარშემოწერილობას საკმაოდ ზრდის.
თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე მარტივი მეთოდი არსებობს, რომლებიც ფაქტობრივად, ერთ დღეში ჩაგაყენებენ ჩვეულ ფორმაში.

ლიმონიანი წყალი

ერთი ჭიქა თბილ წყალში გაზავებული ლიმონის წვენი გაღვიძებისთანავე – შესანიშნავია საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის ასამუშავებლად.

დღე პურისა და რძის გარეშე

ძროხის რძეში შემავალი ცილა და გლიუტენი ხშირად მუცლის შებერილობის მიზეზი ხდება. გამორიცხეთ ეს პროდუქტები იმ დღეს, თუ გსურთ, რომ საღამოსთვის ფორმაში იყოთ.

ანანასი წასახემსებლად

ანანასში შემავალი ფერმენტი ბრომელაინი ცხიმისმწველი ნივთიერებაა. ის შლის ცილებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ერთი ნაჭერი ანანასი წასახემსებლად – ბუტერბროდისა და ორცხობილის შესანიშნავი ალტერნატივა იქნება.

ნაკლები მარილი

მარილი “აკავებს” წყალს. წყალი “აკავებს” ცხიმს. დაიმახსოვრეთ ეს მარტივი ფორმულა ყველამ, ვისაც უყვარს მარილიანი, შებოლილი, ძეხვეული და ნახევარფაბრიკატები. მარილის დღიური ნორმა 5 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

მიირთვით ჩუმად

საჭმლის ჩქარ-ჩქარა ჭამა, თანაც, პარალელურად ლაპარაკი ხელს უწყობს ორგანიზმში ჰაერის მოხვედრას, რაც შემდეგ მუცლის შებერილობას იწვევს. ამ მიზეზითვე შეზღუდეთ დროებით საღეჭი რეზინის ღეჭვა – 10 წუთი საკმარისია პირის ღრუს ჰიგიენისთვის.

გაზიანი სასმელები – ბოროტება!

გაზიანი სასმელები, როგორც დასახელებიდანვე ჩანს, უამრავ ნახშირმჟავა გაზს შეიცავს, რაც აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანს და ამასთან, მსგავს სასმელებში 99% შაქარია!

მეტი წყალი და უჯრედისი

საკმარისი რაოდენობის ჩვეულებრივი წყალი შესანიშნავად ასუფთავებს ორგანიზმს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები. ხოლო უჯრედისის უხეში ქსოვილები, რომლებსაც შეიცავს ბოსტნეული და მწვანილი, აუმჯობესებს საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მუშაობას.

არა – ალკოჰოლს

ალკოჰოლი არა მხოლოდ ძალიან კალორიული სასმელია, არამედ ის ამცირებს ორგანიზმში საკვებ ფერმენტებს, რაც უარყოფითად აისახება საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაზე, შედეგად კი წარმოიქმნება გაზები.

პიტნის ჩაი დასახმარებლად

პიტნის ჩაი ამშვიდებს კუჭის ლორწოვან გარსს, აუმჯობესებს საჭმლის გადამამუშავებელ პროცესს,აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

უარი თქვით დესერტზე

საქმე არა მხოლოდ კალორიებშია, მუცლის შებერვის მიზეზი ხშირად შაქარი და მისი ხელოვნური შემცვლელები ხდება.

ჭამეთ ნაკლები

ბანალური რჩევაა, მაგრამ ჭეშმარიტი. საჭმლის ზედმეტი მიღება – ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მუცლის შებერილობის. ელემენტარულია – ბევრი საჭმელი დროულად ვერ გადამუშავდება, ნაწლავებში რჩება და გაზები წარმოიქმნება…

მუცლის ერთ დღეში დაპატარავება – ეს რეალურია. არ ჭამოთ ზედმეტი, არ მიიღოთ ფასტ-ფუდი, ძეხვეული, ტკბილეული, გაზიანი სასმელი, მიეძალეთ ქორფა ბოსტნეულს და სვით ბევრი სუფთა წყალი – ეს ყველასათვის ხელმისაწვდომია.

wyaro : marao.ge

 

Check Also

1402924590329618

კბილის დაბჟენა ბურღის გარეშე! – გადატრიალება სტომატოლოგიაში

ერთ-ერთი ყველზე მძიმე ხმა, რომლის ატანაც ყოველ ჩვენგან წელიწადში ერთხელ მაინც უწევს სტომატოლოგთან ვიზიტის დროს. ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი