ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / ხელოვნება / გრაფიკა / როგორ შექმნა საბა ჩხაიძემ ანიმაციური გმირი – დევი კრკი

როგორ შექმნა საბა ჩხაიძემ ანიმაციური გმირი – დევი კრკი

რამდენიმე თვის წინ ვირტუალურ სივრცეში ახალი ანიმაციური გმირი გამოჩნდა – დევი, სახელად კრკი. კრკის ფეისბუქ გვერდზე ვიდეოების გარდა, მისი გამონათქვამების ნახვაც შეგიძლიათ. მაგალითად, კრკის სიტყვებით: თუ ჩაი ბოლოში გატკბილდა, ესე იგი კარგად არ მოგირევია.

კრკის გამონათქვამებს ბევრი დამლაიქებელი ჰყავს, მის გვერდს კი – ბევრი მიმდევარი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ დევი კრკის შემქმნელი ქართველი ანიმატორი და გრაფიკოსი – საბა ჩხაიძეა. 

სინემანია გთავაზობთ ინტერვიუს საბა ჩხაიძესთან.

 

როგორ გაჩნდა კრკის შექმნის იდეა?

დევი კრკი პერსპექტივაში ფილმის პერსონაჟია. როგორც სცენარისტი იწყებს ფილმის პრე-პრომოუშენს სცენარით, ხოლო რეჟისორი – პილოტით, ასე იწყებს ანიმატორი – პერსონაჟით. პერსონაჟის იდეა ორი წლის წინ გამიჩნდა. მაშინვე გადავწყვიტე, ქართული თემა ამეღო და ამიტომ ავირჩიე გმირად დევი. თუმცა, თავიდანვე ფილმად ჩავიფიქრე და არა ანიმაციად, რადგან საქართველოში ანიმატორები ჭირს. ფილმის გადაღების გამოცდილება კი გაცილებით დიდია და ფილმის შემთხვევაში გასამართი მხოლოდ ერთი გრაფიკული პერსონაჟი იქნება.

კონკრეტულად პერსონაჟზეც რომ გვესაუბროთ…

კრკის ხასიათი და თვითონ პერსონაჟიც ცოტა სხვანაირად ჩამოყალიბდა, არა კლასიკური ვარიანტის მიხედვით. “ნაცარქექია” და მისი მსგავსი ზღაპრები ძირითადად გვასწავლის, როგორ უნდა მოერიო დიდს ჭკუით და დევის ძირითადი მახასიათებელი ნიშნები რომ არ იცოდე, “ნაცარქექიაში” დევი შეგეცოდება კიდეც. ჩვენს ამბავში დევიც კეთილია და ნაცარქექიაც და კონფლიქტი მხოლოდ გაუგებრობის შედეგია.

დევი კრკის გარდა, რა პროექტებზე გიმუშავიათ?

სუპერ ბიბაზე. მისი დასრულების შემდეგ კი ვიზუალური ეფექტების განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი სერიალებზე ტიფლისი და ქერჩი. ამ პროექტებმა დედლაინთან შეჯახების და ჯგუფის მართვის დიდი გამოცდილება მომცა. ფაქტობრივად, ვისწავლე, როგორ შეიძლება ერთ კვირაში მთელი ფილმი დაიშალოს კადრებად, გაკეთდეს გრაფიკა და ისევ აეწყოს ფერის გასაკეთებლად. ეს ძალიან რთული სამუშაოა, თუმცა, არაფერი სჯობს იმ განცდას, როცა შენ მიერ შექმნილ პროდუქტს უყურებ. მე ამას “სიცოცხლის შექმნას” ვეძახი და ახლა ჩემთვის ასეთი დევია.

 

წყარო :http://cinemania.adjara.com

 

Check Also

1453368206723433

გურიაში შუახნის ქალბატონი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში, 60 წლამდე ქალბატონი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სოფელ ჭყონაგორას ტერიტორიული ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი