ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / ტექნოლოგია / ოპერაციული სისტემები / Apple / სად ღირს ყველაზე იაფი iphone 6 საქართველოში

სად ღირს ყველაზე იაფი iphone 6 საქართველოში

კომპანია Apple-ის პროდუქტები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და არამხოლოდ ტექნოლოგიების მოყვარულებში, ვინაიდან Apple-ის პროდუქციას ძალიან ხშირად არა ფუნქციონალის არამედ იმიჯის გამო ყიდულობენ, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს iphone, რომლის ქონა გარკვეული სტატუსის მანიშნებელია (სამწუხაროდ), თუ კი ბოლო მოდელის აიფონი გვაქვს, ეს ნიშნავს რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიეთ.

გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა, სადაც აიფონები საკმაოდ პოპულარულია და რომლის ბაზარზეც Apple-ის  რამოდენიმე ოფიციალური პარტნიორი და ავტორიზებული გადამყიდველია წარმოდგენილი. ჩვენ დაგვაინტერესა სად შეიძლება ყველაზე იაფად ბრენდულ მაღაზიაში iphone 6-ის ყიდვა, რის გამოც რამოდენიმე მაღაზიის ვებ გვერდს ვესტუმრეთ. კვლევის შედეგებს კი თქვენ გაგაცნობთ.

b2998aa7616a6a320586235b80e4

ბევრ მაღაზიაში iphone 6 საერთოდ არ აღმოჩნდა, ხოლო ამ სმარტფონის ყველა ფერისა და კომპლექტაციის პოვნა კი ძალიან რთული ამოცანა გამოდგა, ამის გამო გადავწყვიტეთ მხოლოდ 16 გიგაბაიტიანი ვერსიის ფასები შეგვედარებინა ერთმანეთისათვის.

ყველაზე ფართო არჩევანი მაღაზიათა ქსელ iphone+ და itechnic გააჩნია, რაც გასაკვირი სულაც არ არის ვინაიდან ეს მაღაზიები ორიენტირებულნი არია კომპანია Apple-ის ტექნიკაზე. რაც შეეხება ფასებს:

Zoommer

ყველაზე ძვირი აიფონი Zoomer-ის მაღაზიათა ქსელში მოიპოვება, 16 გიგაბაიტიანი iphone 6-ის ფასი აქ  ფერის მიხედვით ვარირებს და Space Grey 1725 ლარი, ხოლო Gold-1745 ლარი ღირს, ალბათ არსებობენ ადამიანები რომლებიც ოქროსფერის გამო მეტ ფულს იხდიან (სამწუხაროდ).

Mobi

სიძვირის მხრივ მეორე ადგილზეა მაღაზიათა ქსელი Mobi, სადაც იგივე კომპლექტაციის iphone 6 1717 ლარი ღირს, თუმცა ოქროსფერი სტატიის წერის მომენტისათვის იქ არ აღმოჩნდა,

Iphone +

პირადად მე გაკვირვებული დავრჩი იმით რომ iphone+ შედარებით უკეთესი ფასები აღმოჩნდა, ამ ქსელში iphone 6 ფერების მიუხედავად 1710 ლარი ღირს და რაც ძალიან გვაკვირვებს ის არის, რომ Zoommer-ში რატომღაც გადაწყვიტეს 35 ლარის დამატება ფერის გამო, მაშინ როდესაც როგორც აღმოჩნდა ნებისმიერი ფერის  iphone 6 უფრო იაფი ღირს iphone+ მაღაზიებში.

Alta

1700 ლარზე ოდნავ ნაკლები ღირს iphone 6 ალტაში, სადაც ვერცხლისფერს 1699 ლარად შეიძენთ, თუმცა სხვა ფერები საიტზე არ აღმოჩნდა.

apple city

კონკურენტებთან შედარებით მისაღები ფასები ვიპოვეთ apple city-ის ვებ გვერდზე, სადაც ნებისმიერი ფერის 16 გიგაბაიტიანი iphone 6-ის ფასი 1687 ლარს შეადგენს.

Elit Elecronics

ყველაზე იაფად iphone 6-ის ყიდვა შეიძლება Elit Elecronics-ში, სადაც  Space Grey 1680 ლარი, ხოლო Gold-1700 ლარი ღირს.

itechnic

ძალზედ გაგვაკვირვა კომპანია itechnic-ის ფასებმა,  გაოცებული დავრჩით როდესაც მათ ვებ გვერდზე iphone-ის  თითქმის ოფიციალური ფასი ვიპოვეთ, რატომღაც ფასები მხოლოდ დოლარებში არის მითითებული და 16 გიგაბაიტიანი iphone 6, მიუხედავად ფერისა 760 აშშ დოლარი ღირს, რაც დღევანდელი კურსით (სტატიის წერის მომენტში დაახლოებით 2,19) 1664 ლარი და 40 თეთრი გამოდის, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა და როგორც გავარკვიეთ ფასნამატების შემდეგ საბოლოოდ 1717 ლარი გამოვიდა.

როგორც ხედავთ ყველაზე მისაღებ ფასს ორი კომპანია გვთავაზობს, თავისთავად Elit Elecronics და apple city, მართალია პირველში ვერცხლისფერი უფრო იაფი ღირს, მაგრამ apple city გვთავაზობს ოქროსფერს უფრო იაფად, თანაც განსხვავება მხოლოდ 7 ლარს შეადგენს.

მართალია ამხელა ფასის გადახდის შემთხვევაში ადამიანი 50-60 ლარს ყურადღებას ნაკლებად მიაქცევს, მაგრამ საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა? ერთდაიმავე სმარტფონში რატომ უნდა გადავიხადოთ მეტი?

 

P.S. მითითებულია მხოლოდ ნაღდი ფულით ყიდვის ფასები და კვლევის ჩატარების თარიღია 22 მარტი 2015.

წყარო : review.ge

Check Also

1453377272902223

„ბოზანდარა! ამ ფოტოს შემდეგ ვეღარ გათხოვდები, მორჩა!“ (ფოტოკოლაჟი)

კესარია აბრამიძემ კიდევ ერთხელ გააოცა სოციალური ქსელის მომხმარებელი. საძინებელ ოთახში გადაღებული სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებისთანავე უამრავი ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი