ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ეს საინტერესოა / სხვადასხვა ქვეყნებში აკრძალული ტოპ-10 პროდუქტი

სხვადასხვა ქვეყნებში აკრძალული ტოპ-10 პროდუქტი

მართალია აკრძალული ხილი გემრიელია, მაგრამ მოგზაურობის დროს უსიამოვნებები რომ თავიდან აიცილოთ, სხვადასხვა ქვეყნებში ამა თუ იმ მიზეზით აკრძალული კერძების სიას გაგაცნობთ.

1. ზვიგენის ფარფლების სუპი

როგორც სახელიდან ჩანს, ამ წვნიანის მთავარი ღირსება გახლავთ ზვიგენის ფარფლი, რომლის მოსაპოვებლადაც ათასობით თევზს ანადგურებენ. პროდუქტის ფასი კილოგრამზე 700 დოლარსაც აღწევს. დღეისათვის ზვიგენების ხოცვა აკრძალულია ბრიტანეთის, შოტლანდიის, ჰავაის არქიპელაგის წყლებში, სადაც ზვიგენი თითქმის გადაშენების პირასაა. სუპი დელიკატესად ითვლება აზიურ ქვეყნებში, მექსიკასა და აშშ-ს ზოგიერთ ტერიტორიაზე.

2. ფუა გრა

ფუა-გრა ბატის ღვიძლისგან მზადდება და ფრანგების ნაციონალური კერძია. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ მოახერხა, რომ ეს დელიკატესი უამრავ ქვეყანაში აკრძალულიყო, რადგან მის დასამზადებლად ბატებს განსაკუთრებული მეთოდით კვებავენ, რაც სასტიკი მოპყრობის რანგში გადის.

3.ფუგუ

ეს გახლავთ ერთ-ერთი შხამიანი თევზის მომზადების მეთოდი. ამ შხამის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ნერვული უჯრედების განადგურებას, პარალიზებას და სიკვდილს. იაპონიაში მისი მომზადების ნებართვა მხოლოდ ლიცენზირებულ მზარეულებს აქვთ. უსაფრთხოების მიზნით, ამ თევზის მომზადება უამრავ ქვეყანაშია აკრძალული.

4. ჰაგისი

ეს შოტლანდიელების ეროვნული კერძია – ცხვრის შიგნეული მოხარშული მისსავე კუჭში. აკრძალულია ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.

5. ახალმოწველილი უმი რძე

უმ რძეში დიდი რაოდენობით მიკრობებია, რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანის ორგანიზმს. აშშ-ის 22 შტატში და კანადაში ასეთი რძის გაყიდვა კანონით იკრძალება და ვერსად შეიძენთ.

6. ცხენის ხორცი

ცხენი, ძაღლის მსგავსად, ადამიანის მეგობარ ცხოველად მიიჩნევა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში იგი ასევე ითვლება სპორტულ ცხოველად. ამის გამო მისი ხორცის გაყიდვა სასტიკად იკრძალება აშშ-ში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, კანადაში და ა.შ.

7. ენერგეტიკული და არომატიზირებული სასმელი

აშშ-ში ასევე აკრძალულია ისეთი ენერგეტიკული სასმელის გაყიდვა, რომელიც ერთდროულად შეიცავს კოფეინს და ალკოჰოლს.

8. Vegemite

საფუარის ექსტრაქტზე დამზადებული მუქი ფერის სქელი ნარევია, რომელიც ავსტრალიაშია პოპულარული, მაგრამ ფოლის მჟავის მაღალი შემცველობის გამო აიკრძალა.

9. ქინდერ სიურპრიზის კვერცხი

ამ ტკბილეულს აშშ-ში ვერ შეიძენთ. ჯანდაცვის სამინისტროს არ მოსწონს საკვებისა და პლასტიკის ნივთების ერთ პროდუქტში მოთავსების იდეა.

10 აბსენტი

მაგარი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც დაახლოებით 70% ალკოჰოლს შეიცავს. ნამდვილ, ძველებური წესით დამზადებულ აბსენტში შემავალი ალკალოიდი ტუიონი ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებდა, მაგრამ დღესდღეობით წარმოებული აბსენტი, ექსპერტების თქმით, ის აღარაა , ადამიანის ჭკუიდან გადაყვანა რომ შეეძლო.

Check Also

1968ba122615

Top 10 მეცნიერების შეცდომა ისტორიაში

9. ალქიმია ჩვენ დროში ცოტა გიჟურად და არარეალურად ჟღერს ვინმემ ჟანგიანი რკინის ნაჭერი აიღოს და ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი