ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / სხვადასხვა / ტესტები / ტესტი: რითი იზიდავთ და ხიბლავთ მამაკაცებს?

ტესტი: რითი იზიდავთ და ხიბლავთ მამაკაცებს?

გაიარეთ ეს მარტივი ტესტი და გაიგებთ თქვენი იმ მხარის შესახებ, რომელიც გეხმარებათ, ანდამატივით მიიზიდოთ გარშემომყოფები. უბრალოდ, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ორნამენტი და წაიკითხეთ შედეგები:
1. თვალისმომჭრელი და დიდებული ქალბატონი ხართ. შეუძლებელია, ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს თქვენი ბრწყინვალება. ხოლო, როცა ცხადი ხდება, რომ გარეგნული მომხიბვლელობის მიღმა დიდებული სული და ოქროს გულიც იმალება, აღფრთოვანების დაფარვა შეუძლებელი ხდება.
2. ბუნებრიობა – თქვენი მთავარი კოზირია. გულწრფელი და გულღია ხართ, არაფერი გაქვთ დამალული და თქვენთან ურთიერთობისას არც სხვას სჭირდება ნიღაბი. ყველას შეუძლია იყოს ის, რაც არის, რადგან ამის გამო არავის არასოდეს განსჯით.
3. არის თქვენში რაღაც მისტიკური და ამოუცნობი. სავსე ხართ გამოცანებითა და საიდუმლოებებით, თუნდაც ამ იდუმალებისკენ თავად სულაც არ ილტვოდეთ. თქვენი შედარება მხოლოდ უსასრულო სამყაროსა თუ კოსმოსთან შეიძლება. ერთ საიდუმლოს ამოხსნით და იქვე უამრავი სხვა გამოცანა იჩენს თავს.
4. თქვენი ვნება ყველაფერში ჩანს: ქცევებში, სიტყვებში, თვალებში ხომ სულ სხივი გიკრთით. თქვენი ცეცხლოვანი ტემპერამენტი ბევრს იზიდავს. თუმცა მხოლოდ გათბობა არ შეგიძლიათ, თქვენს ცეცხლში დაწვა იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ის, რომ შეიძლება სრულიად გაცივდეთ.
5. სიცოცხლით სავსე ხართ და ამ სიცოცხლის სიყვარულის შეუმჩნევლობა შეუძლებელია. თქვენი ოპტიმიზმი და უკეთესის რწმენა გადამდებია – ამ ყველაფერს კი საოცრებების მოხდენა შეუძლია. შეგიძლიათ ნებისმიერი დაცემული წამოაყენოთ და ახალი სიცოცხლე შთაბეროთ მას.
6. ადამიანებს თქვენი უჩვეულობა და ეგზოტიკურობა იზიდავს. როგორც ჭეშმარიტ ასკეტს, ცოტა გყოფნით. თქვენთვის სულიერებას ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მატერიალურ ფასეულობებს.

Check Also

f0f48953d242

რომელი წრეა ცარიელი? – ტესტი, რომელსაც ახალწვეულები გადიან

ამ ფსიქოლოგიურ ტესტს ფინეთში ახალწვეულები გადიან. ტესტის იდეა მარტივია: ახალწვეული უყურებს ფურცელს, რომელზეც 6 წრეა ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი