ბუნებრივი აირის გაჟონვას მორიგი მსხვერპლი მოჰყვა. როგორც “პრაიმტაიმნიუსს” მეზობლებმა აცნობეს, ნაძალადევის რაიონში გაზის გაჟონვით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. ამავე ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალბატონი ორსულად იყო.
ამ წუთებში “პრაიმტაიმნიუსი” მომხდარის დეტალებს არკვევს და ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
http://primetimenews.ge/