ბანერის ადგილი
ბოლო სიახლეები
მთავარი / ხელოვნება / ფოტოგრაფია / ფოტოგრაფიის ისტორია

ფოტოგრაფიის ისტორია

ფოტოგრაფია  აღიარებულია მე-19 საუკუნის უდიდეს გამოგონებად. დღევანდელი ფოტოგრაფიისაკენ მიმავალი გზა გრძელი იყო. საუკუნეების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლებოდა შუქმგრძნობიარე ნივთიერებებზე სინათლის ზემოქმედება, ამუშავებდნენ მათი საშუალებით გამოსახულების მიღების მეთოდებს, ხდებოდა ფოტოაპარატის წინამორბედი კამერა-ობსკურასსრულყოფა. კამერა-ობსკურა არის  დახურული ყუთი პატარა ზომის ნახვრეტით.  თუ რომელიმე საგანს მის ობიექტივში მოვათავსებთ, მოპირდაპირე კედელზე გამოჩნდება საგნის ამოტრიალებული გამოსახულება. მის გამომგონებლად ითვლება ცნობილი იტალიელი მხატვარი – ლეონარდო და ვინჩი.

ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმატ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.

მყარი გამოსახულება პირველად მიიღო ფრანგმა ჟოზეფ ნიეფსიმ (1765-1833). თუმცა ბევრი მცდელბის შემდეგ, მან ვერ შეძლო მოენახა გამოსახულების დამაგრები საშუალება. თავის კომპანიონ, ლუი დაგერთან ერთად მან ხელი მოაწერა “ჰელიოგრაფია, გამოგონებული ბ-ნ ნიეფსისდა გაუმჯობესებული ბ-ნ დაგერის მიერ”. ინტენსიური ერთობლივი მუშაობისა და ექსპერიმენტების საფუძველზე, გამომგონებლები იოდს წააწყდნენ. თუმცა  ნიეფსს არც თუ ისე სჯეროდა,რომ იოდი გამოსახულებას დაამაგრებდა, რადგან მას უკვე ჩაატარებლი ქონდა ცდები ვერცხლის ჰალოგენიდებზე და იცოდა, რომ მსგავსი გამოსახულება ფირფიტაზე შეუქცევადად შავდება კამერიდან ამოღების შემდეგ შუქის მოქმედებით.

1832 წელს დაგერმა მარტომ ჩაატარა ცდები ვერცხლის იოდიდზე და წარმატებასაც მიაღწია. მან შეძლო მიეღწია მიზნისთვის, რომელიც გულისხმობდა გამოსახულების დამაგრებას.

ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 7 იანვარი, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა ლუი არაგომ განაცხადა, რომ დაგერმა და ნიეფსმაერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. მისი სიტყვებით, დაგერის გამოგონება იმდენად ადვილი იყო გამოსაყენებლად, რომ მცირეოდენი ვარჯიშის შემდეგ ყველას შეეძლო გადაღების მეთოდების ათვისება.

დაგეროტიპიის მეთოდის საშუალებით ფოტოსურათი შემდეგნაირად მიიღებოდა: თავდაპირველად ვერცხლის ფირფიტას გულდასმით ასუფთავებდნენ, შემდეგ ათავსებდნენ სპეციალურ ყუთში, რომლის ძირში იოდის ფხვნილი იყო დაყრილი. აორთქლებისას იოდი ილექებოდა ფირფიტის ზედაპირზე და ვერცხლთან მოქმედების შედეგად იძლეოდა ვერცხლის იოდიდს – ნივთიერებას, რომელსაც გააჩნდა შუქზე მგრძნობელობა. ამის შემდეგ სიბნელეში ფირფიტას ათავსებდნენ კამერა-ობსკურაში და მასზე ახდენდნენ კაშკაშა განათებული საგნების ექსპონირებას რამდენიმე წუთიანი დაყოვნებით. შუქის მოქმედების შემდეგ ფირფიტაზე მიიღებოდა სუსტი გამოსახულება. მას ამჟღავნებდნენ ვერცხლისწყლის ორთქლის საშუალებით, რომელიც ილექებოდა შუქის მოქმედების ადგილებში.

ფოტოგრაფიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანელი მეცნიერის ჰ.ფოგელისმიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას (1873). ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპი იყო კამერა-ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი. იგი შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი.პეცვალმა 1840 წელს. ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების შემდგომ პერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა  და ფოტოაპარატის სრულყოფა – მისი ზომებისა და მასის შემცირება, მისი გამოყენების შესაძლებლობების გაფართოება. მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერები, რომლებიც აუცილებლად შტატივზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული, თანდათან შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა, რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად ჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობა.

თავდაპირველად, ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.

ამრიგად, მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ფოტოტექნიკის ძირითადი სრულყოფა დამთავრებული იყო. კამერების ზომის შემცირებამ, ფირების გაუმჯობესებამ, ძლიერი შუქძალის ობიექტივების შექმნამ შესაძლებელი გახადა ფოტოგრაფია გადასულიყო ფერწერის და გრაფიკის მიმბაძველობიდან გამომსახველობის საკუთარი შესაძლებლობის და განვითარების საშუალებად.

 

Check Also

a39877b

XIX საუკუნის საქართველოს ფერადი ფოტოები აშშ-ს კონგრესშია დაცული

heretifm.com უნიკალურ ფოტომასალას ავრცელებს. “რუსი ქიმიკოსი და ფოტოგრაფი სერგეი პროკუდინ-გორსკი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიყენა ფერები ფოტოგრაფიაში ...

Leave a Reply

Your email address will not be published.

ბანერის ადგილი